თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
36
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1998-01-21
გამოქვეყნების თარიღი
1998-01-21
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.05.002.001.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №36

1998 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ

ქართული მედიცინის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები: მარიამ გრიგალაშვილი – ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის კათედრის დოცენტი, საქართველოს დამსახურებული ექიმი

ლინა ერისთავი – ფარმაკოგნოზიის კათედრის პროფესორი, საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი

დავით საყვარელიძე – პრორექტორი სამკურნალო დარგში, კანისა და ვენერიულ სნეულებათა კათედრის გამგე, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

კიტა ცაგარეიშვილი – რექტორის თანაშემწე, სამხედრო-სამედიცინო სამსახურის გადამდგარი პოლკოვნიკი

ალექსი ხოჭავა – პედიატრიული ფაკულტეტის ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა კათედრის გამგე, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია