„რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
6
მიმღები ორგანო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2010-11-19
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-29
სარეგისტრაციო კოდი
320110000.17.010.016001
„რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №6

2010 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

„რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის  შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005  წლის  28 ოქტომბრის №12 დადგენილებაში   ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

1. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის  შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005  წლის  28 ოქტომბრის №12 დადგენილებაში    (სსმ III,  31.10.2005,  №127, მუხ. 1415) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

 

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეგულირების საფასურის ოდენობაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული  პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის  გარეშე)  0.75 პროცენტი.“ ;

 

ბ) დადგენილებას დაემატოს 31 პუნქტი:

„31. რეგულირების საფასურის ოდენობაა მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის (მიწოდების) ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის და აქციზის გარეშე)  0.75 პროცენტი.“;

 

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0.5 პროცენტი.“;

 

დ) დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                                                                                                                                          

 დანართი №1

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

 

რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისათვის

 

................................................................................

(საანგარიშო პერიოდის დასახელება)

 

................................................................................

  (პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი)

..............................................................                                         ........................... .............................

 (ავტორიზებული პირის დასახელება)                                                (ტელეფონის ნომერი)

 

1. მთლიანი შემოსავალი დღგ-ის გარეშე

 

2. რეგულირების საფასური – I  სტრიქონის 0.75%

 

3. ფაქტობრივად გადახდილია

 

4. გადასახდელი თანხა საანგარიშო პერიოდში

                              (სტრ.2 – სტრ. 3)

 

 

დირექტორი:

მთავარი ბუღალტერი:                                                                                                     

              ბ.ა                  

 

ე)  დადგენილებას დაემატოს დანართი №11 შემდეგი რედაქციით:

 

დანართი №11

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

 

რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევას

 

 

................................................................................

(საანგარიშო პერიოდის დასახელება)

 

................................................................................

  (პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი)

..............................................................                                         ......................................................

(ავტორიზებული პირის ასახელება)                                                     (ტელეფონის ნომერი)

 

1. მთლიანი შემოსავალი დღგ-ის და აქციზის  გარეშე

 

2. რეგულირების საფასური – I  სტრიქონის 0.75%

 

3. ფაქტორივად გადახდილია

 

4. გადასახდელი თანხა საანგარიშო პერიოდში

                              (სტრ.2 – სტრ. 3)

 

 

დირექტორი:

მთავარი ბუღალტერი:                                                                                               

            ბ.ა                  

ვ) დანართი №2  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                                                                                                                                

 

          დანართი №2

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

 

რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებისათვის

 

................................................................................

(საანგარიშო პერიოდის დასახელება)

 

................................................................................

  (პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი)

......................................................                                                              ...............................................

(ლიცენზიის მფლობელის დასახელება)                                                                                 (ტელეფონის ნომერი)

 

1. მთლიანი შემოსავალი დღგ-ის გარეშე

 

2. რეგულირების საფასური – I  სტრიქონის 0.5%

 

3. ფაქტორივად გადახდილია

 

4. გადასახდელი თანხა საანგარიშო პერიოდში

                              (სტრ.2 – სტრ. 3)

 

 

დირექტორი:

მთავარი ბუღალტერი:                                                                                                     

                 ბ.ა.

 

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                    ი. ჩიქოვანი

კრებსითი — სრული ვერსია