საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №727
1997 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
აკადემიკოს კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ
საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი მუშაობისათვის აკადემიკოს კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ საქართველოს ორდენებითა და მედლებით:
ღირსების ორდენით:
გიორგი იოსელიანი – საპატიო დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.
ღირსების მედლით:
თენგიზ აბულაძე – დირექტორის მოადგილე
გრიგოლ ბუაჩიძე – რეანიმაციის განყოფილების გამგე, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი
მერაბ კილაძე – მეორე ქირურგიული კლინიკის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
შოთა ჩარგეიშვილი – გასტროენტეროლოგიის განყოფილების წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
ე. შევარდნაძე