ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №53
2010 წლის 24 ნოემბერი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე (სსმ. V, 2010 წლის №22, მუხლი 630) ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის შინაარსის „ი” ქვეპუნქტი:
„ი) მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების სამსახური”.
2. დადგენილება ძალაშია დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გელენიძე