"ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
50
მიმღები ორგანო
ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-11-24
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-03
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.119.016037
"ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 25 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №50

2010 წლის 24 ნოემბერი

ქ. ხონი                                                                                    

,,ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2010 წლის 25 აგვისტოს №10 დადგენილებაში   ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის 20 ოქტომბრის №01–40/937 წერილში მოცემული სამართლებრივი შენიშვნის გათვალისწინებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

,,ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის  კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის  25 აგვისტოს №10 დადგენილებაში (სსმ V, 2010 წელი, №37, მუხლი  1071) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

მუხლი 1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად.

მუხლი 2.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                             გ. გელენიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია