საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №7
1998 წლის 4 იანვარი
ქ. თბილისი
ს. თავბერიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ოზურგეთის რაიონში საფინანსო-საბიუჯეტო სისტემის მოწესრიგებისა და მისი რეფორმის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი სოსო თავბერიძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე