საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №5
1998 წლის 4 იანვარი
ქ. თბილისი
გ.ქავთარაძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის თბილისის ა.გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი ქავთარაძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე