საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკერულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
708
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1997-12-04
გამოქვეყნების თარიღი
1997-12-15
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.05.002.000.
საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკერულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №708

1997 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფოთაშორისი და სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

„საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფოთაშორისი და სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 4 დეკემბრის №627 განკარგულებასთან დაკავშირებით მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორს გიორგი ქაჯაიას აწარმოოს მოლაპარაკება აღნიშნული ხელშეკრულებების ტექსტების მიღების მიზნით.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია