საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №706
1997 წლის 2 დეკემბერი
ქ. თბილისი
1997 წლის 5 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის დროს ხელმოსაწერ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ი. სვანიძისათვის მთავრობათშორის ხელშეკრულებათა თაობაზე მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
„1997 წლის 5 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის დროს ხელმოსაწერ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით მთავრობათშორისი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების გამართვის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 2 დეკემბრის №622 განკარგულებასთან დაკავშირებით მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ირაკლი სვანიძეს, რომ აწარმოოს მოლაპარაკება ხელმოსაწერ ხელშეკრულებათა ტექსტების მიღების მიზნით.
ე. შევარდნაძე