საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №702
1997 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელები რევაზ მახარაძე და გივი ხოჭოლავა დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე