,,საქართველოს შეიარაღებული ძალების კუთვნილი საპატრულო კატარღის ჩამოწერისა და დავალიანების დასაფარავად უკრაინის სახელმწიფო კომპანია ,,უკრსპეცექსპორტისათვის“ გადაცემის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
82
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2004-09-18
გამოქვეყნების თარიღი
2005-06-10
სარეგისტრაციო კოდი
120.240.030.10.003.000.081
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების კუთვნილი საპატრულო კატარღის ჩამოწერისა და დავალიანების დასაფარავად უკრაინის სახელმწიფო კომპანია ,,უკრსპეცექსპორტისათვის“ გადაცემის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №82

2004 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შეიარაღებული ძალების კუთვნილი საპატრულო კატარღის ჩამოწერის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 ივნისის დადგენილება №102 - სსმ III, №70,13.03 .2005 წ., მუხ.764

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის სახელმწიფო კომპანია ,,უკრსპეცექსპორტს“ შორის 2000 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ი. ოქრუაშვილი) ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ბალანსიდან ჩამოწეროს საპატრულო კატარღა ,,ბორტი №301“.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 ივნისის დადგენილება №102 - სსმ III, №70,13.06 .2005 წ., მუხ.764

2. ეთხოვოს საქართველოს გენერალურ პროკურორს ზ. ადეიშვილს მიიღოს შესაბამისი ზომები საპატრულო კატარღა ,,ბორტი №301“-ის შესყიდვის გამო სახელმწიფოსათვის 772 700 (შვიდას სამოცდათორმეტი ათას შვიდასი) ლარის ოდენობით მიყენებული ზარალის ანაზღაურებასა და შპს ,,ორიონი-95“-ის მიმართ 3 127 300 (სამი მილიონ ასოცდაშვიდი ათას სამასი) ლარის ოდენობით წარმოქმნილი კრედიტორული დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 ივნისის დადგენილება №102 - სსმ III, №70, 13.06.2005 წ., მუხ.764

 

კრებსითი — სრული ვერსია