დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №53
2010 წლის 22 ნოემბერი
ქ. დუშეთი
მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. შეტანილ იქნე ს ცვილებები და დამატებები დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №26 დადგენილებით დამტკიცებულ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში, კერძოდ:
მე-3 მუხლს დაემატოს:
ა) დაემატოს „ უ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ უ“ საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობას;”;
ბ) „ ფ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ ფ“ საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, საოფისე ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, საინფორმაციო-საკომინიკაციო სისტემების, კავშირგაბმულობის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამართულ ფუნქციონარებას, რემონტს, დაცვასა და ტექნიკურ მომსახურებას;”;
გ) „ ქ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ ქ“ საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების მომარაგები ს საქმიანობისათვის საჭირო საოფისე ტექნიკითა და მასალებით. ”.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ბ. ვარდიშვილი