"თვითმმართველი ქალაქი რუსთავის სარკებულოს დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
34
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი
2010-11-22
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-02
სარეგისტრაციო კოდი
020250040.35.160.016017
"თვითმმართველი ქალაქი რუსთავის სარკებულოს დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

რუსთავის საკრებულოს

დადგენილება №34

2010 წლის 22 ნოემბერი

ქ. რუსთავი

„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №1 დადგენილებით დამტკიცებულ საკრებულოს დებულებაში განხორციელდეს ცვლილება და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ და „ფ1“ ქვეპუნქტები:

„ა1. ხელმძღვანელობს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს.“

„ფ1. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირებს/მოხელეებს სამართლებრივი აქტის საფუძველზე ანიჭებს კონკრეტულ უფლებამოსილებებს, რაც დაკავშირებულია თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილების განხორციელებასთან.“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე          კ. გურგენიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია