საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №640
1997 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
ვ. ფრუიძის III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოების შესახებ
სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდაში შეტანილი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისათვის საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის რექტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ ფრუიძე დაჯილდოვდეს III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით (სიკვდილის შემდეგ).
ე. შევარდნაძე