დადგენილება №355
2010 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 64-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულება.
2. საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის სამუშაოები განხორციელდეს ეტაპობრივად და საჯაროდ ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების №4 დანართით გათვალისწინებულ ძირითად ორგანიზაციულ -ტექნიკურ ღონისძიებათა შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. გამოყენების სფერო და მიზანი
1. ამ დებულების მიღების სამართლებრივი საფუძველია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლი და 64-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
2. ამ დებულების მიღების მიზანია საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ნუმერაციის რესურსების ჰარმონიზებული და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება და სახელმწიფო ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული პირობების უზრუნველყოფა.
3. ამ დებულებით დგინდება ნუმერაციის რესურსების ერთგვაროვანი სტრუქტურა და ფორმატი; რესურსების განაწილების, გამოყოფისა და მინიჭების, აგრეთვე ავტორიზებული პირებისა და მომხმარებლების მიერ ამ რესურსებით სარგებლობის საერთო პირობები, მათ შორის, ნუმერაციის რესურსების მართვისა და გამოყენების წესები.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში მოცემული მნიშვნელობა.
2. ამ დებულებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არაგეოგრაფიული ნუმერაცია – ერთგვაროვანი დანიშნულებით გამოყენებისათვის განაწილებული ნუმერაციის რესურსი, რომლის სტრუქტურაც არ ხასიათდება გეოგრაფიული (ტერიტორიული) ნიშნით;
ბ) გამოძახების წამომწყები აბონენტის ნომრის იდენტიფიცირების შეზღუდვა – ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის მიერ გამოძახების წამომწყები აბონენტის ნომრის გადაცემისას გამოძახების მიმღები ოპერატორისათვის სასიგნალო არხებით შეტყობინება, რომ გამოძახების მიმღები აბონენტისათვის შეზღუდულია ინფორმაცია გამოძახების წამომწყები აბონენტის ნომრის თაობაზე;
გ) გამოძახების წამომწყები აბონენტის ნომრის იდენტიფიცირება – ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის მიერ გამოძახების წამომწყები, მომსახურების მიმღები აბონენტის ნომრის იდენტიფიცირება;
დ) განაწილება – ამ დებულების შესაბამისად, ნუმერაციის გეგმის ზონების, კონკრეტული ზონის ნუმერაციის რესურსების სტრუქტურისა და ფორმატის, აგრეთვე ამ ფორმატში კონკრეტული ციფრებისა და/ან სიმბოლოების კომბინაციის დადგენის წესი;
ე) გამოყოფა – კონკრეტული სამსახურებისათვის ამ დებულებით დადგენილი ნუმერაციის რესურსის განსაზღვრა;
ვ) გამოძახებების მიმღები ოპერატორების ქსელების იდენტიფიცირების კოდი (შემოკლებული აღნიშვნა – „DN“) – დანიშნულების ეროვნული კოდის („NDC“) სტრუქტურაში ციფრების კომბინაცია მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორების ან გამოძახების მიმღები ოპერატორების ქსელების ჯგუფის (დანიშნულების ქსელის ან ქსელების ჯგუფის), ქსელის ნაწილის, მისი ფუნქციური რესურსის ან მომსახურების სახის იდენტიფიცირებისათვის;
ზ) გეოგრაფიული ნუმერაცია – ერთგვაროვანი დანიშნულებით გამოყენებისათვის განაწილებული სააბონენტო ნუმერაციის რესურსი, რომლის სტრუქტურაშიც განსაზღვრულია კონკრეტული ტერიტორიული (გეოგრაფიული) ზონის აღმნიშვნელი კოდი;
თ) გეოგრაფიული ზონა – ადგილობრივი მომსახურების ზონის გეოგრაფიული ტერიტორია, სადაც საქმიანობის განმახორციელებელი, საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის ქსელის, მისი ნაწილის, ქსელის ფუნქციური რესურსების, აგრეთვე ამ გეოგრაფიულ ზონაში აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის გამოყენებულია ნუმერაციის ზონის ერთიანი კოდით გამოყოფილი ნუმერაციის რესურსების ჯგუფი;
ი) გლობალური მომსახურება – ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის მიერ განსაზღვრული, საერთაშორისო მომსახურების სახეები. მომხმარებლების ამ მომსახურების სახეებით უზრუნველყოფა ხორციელდება საერთო სარგებლობის ეროვნული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით. გლობალური მომსახურების მიმწოდებლების, გლობალური მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორების ქსელების, აგრეთვე გლობალური მომსახურების მიმღები ან მსურველი აბონენტების იდენტიფიცირებისათვის შესაბამისი ნუმერაციის რესურსების გამოყოფა და მინიჭება ხორციელდება ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რეკომენდაციების შესაბამისად;
კ) დასაშვებობა – პირის მოთხოვნის შემთხვევაში, მისი განაცხადის შესაბამისად კონკრეტული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების პირველადი მინიჭების შესაძლებლობის სამართლებრივი და ტექნიკური შეფასება, ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით;
ლ) დანიშნულების ეროვნული კოდი (შემოკლებული აღნიშვნა – „NDC“) – ციფრების კომბინაცია, რომელიც შედგება ნუმერაციის ზონის კოდისა („TC“) და გამოძახებების მიმღები ოპერატორების ქსელების ჯგუფის იდენტიფიცირების („DN“) კოდისაგან. ნუმერაციის ზონაში დანიშნულების ეროვნული კოდი განსაზღვრავს კონკრეტულ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე (მთელი საქართველოს ტერიტორია ან კონკრეტული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული) მოქმედი ოპერატორების ქსელების ჯგუფს;
მ) ეროვნული პრეფიქსი (შემოკლებული აღნიშვნა – „PN“) – ერთი ან რამდენიმე ციფრისგან ან სიმბოლოსგან შემდგარი კომბინაცია, რომელიც ნუმერაციის აკრეფის გეგმის (წესის) შესაბამისად, ნუმერაციის კონკრეტული ზონის რესურსებით იდენტიფიცირებული მომხმარებლის მიერ გამოიყენება ქვეყნის შიგნით განსხვავებული ნუმერაციის ზონის მომხმარებლებთან დაკავშირებისას, აგრეთვე ოპერატორის ქსელის, მისი ნაწილის, ქსელის ფუნქციური რესურსების ან მომსახურების სახეების ასარჩევად გამოძახებების განხორციელებისას. საქართველო ში ეროვნული პრეფიქსია ციფრი – „0“;
ნ) ეროვნული (მნიშვნელოვანი) ნომერი (შემოკლებული აღნიშვნა – „N(S)N“) - ეროვნული ნომერი შედგება დანიშნულების ეროვნული კოდისა („NDC“) და სააბონენტო ნომრისგან („SN“), ან მომსახურების მაიდენტიფიცირებელი ნომრისგან;
ო) ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდი (შემოკლებული აღნიშვნა – „NSPC“) – ავტორიზებული პირის ქსელის სასიგნალო ურთიერთჩართვის კონკრეტული წერტილის მაიდენტიფიცირებელი კოდი;
პ) „ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტი“ (შემოკლებული აღნიშვნა – „ETSI“) – სატელეკომუნიკაციო დარგში ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტების შემმუშავებელი ორგანიზაცია;
ჟ) „ევროპის ქვეყნების კავშირგაბმულობის და ფოსტის ადმინისტრაციათა საბჭო“ – (შემოკლებული აღნიშვნა – „CEPT ”) – ელექტრონული საკომუნიკაციო და საფოსტო მომსახურების დარგში ქვეყნების ადმინისტრაციათა ევროპული გაერთიანება;
რ) თავისუფალი ნუმერაციის რესურსი – ნუმერაციის რესურსი ან რესურსების კონკრეტული ბლოკი, რომელიც თავისუფალია და შესაძლებელია, რომ კომისიის მიერ სარგებლობაში გადაეცეს მსურველ პირს, პირველადი მინიჭების საფუძველზე;
ს) ინტელექტუალური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები – საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების შემადგენელი სასიგნალო ქსელების ინფრასტრუქტურა (ინტელექტუალური), რომელიც ფუნქციონირებს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის და ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი პროტოკოლების (ტექნიკური ოქმებისა) და ინტერფეისების შესაბამისად. ინტელექტუალური ქსელები შექმნილია მომხმარებლების უფასო, განაწილებული ხარჯებით, დამატებული ღირებულებისა და მომსახურების სხვადასხვა ფართო სახეობებით უზრუნველსაყოფად, აგრეთვე სატელეფონო გამოძახებების განხორციელებასთან დაკავშირებული ფუნქციური და საკონტროლო ინფორმაციის სიგნალიზაციის არხების მეშვეობით გაცვლის (გადაცემის) მიზნით;
ტ) კომისია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
უ) მობილური კავშირის ქსელი – საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების შემადგენელი ნაწილი, რომელიც საერთო სარგებლობის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებში უზრუნველყოფს მობილური ტერმინალური მოწყობილობების უსადენო შეღწევას;
ფ) მობილური ქსელის კოდი (შემოკლებული აღნიშვნა – „MNC“) – ფიჭური ორგანიზების ტიპის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე და მობილური აბონენტების ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირის ქსელის მაიდენტიფიცირებელი კოდი, რომელიც ქვეყნის მობილურ კოდთან ერთად ცალსახად განსაზღვრავს ხელშეკრულების საფუძველზე მობილური აბონენტის მომსახურე ოპერატორის ქსელს;
ქ) მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევის კოდი – 10 XX ფორმატის ნუმერაციის დიაპაზონში განაწილებული, ოპერატორების არჩევის მოკლე კოდები, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელი უზრუნველყოფილია სხვადასხვა ოპერატორების მომსახურების მიღების არჩევანით;
ღ) მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის წინასწარი არჩევა – აბონენტის მიერ წინასწარ არჩეული რომელიმე ერთი კონკრეტული საქალაქთაშორისო ან/და საერთაშორისო საოპერატორო კომპანიის მომსახურებით სარგებლობა, რის შესახებაც მათ შორის გარკვეული ვადითა და პირობით წინასწარ ფორმდება ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში აბონენტი შესაბამისად კრეფს ეროვნულ პრეფიქსს - „0“ ან საერთაშორისო პრეფიქსს – „00“, შემდეგ კი გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნულ ან საერთაშორისო ნომერს;
ყ) ნომრის აკრეფის გეგმა (წესი) – აბონენტის მიერ ნუმერაციის გეგმის შესაბამისი ფორმატით დადგენილი ციფრების ან სიმბოლოების კომბინაციის აკრეფის თანმიმდევრობის წესი, რომელიც განსაზღვრავს ნუმერაციის გეგმის შესაბამისად მომხმარებლების მიერ სააბონენტო ნუმერაციის რესურსების გამოყენების პირობებს, მათ შორის, გამოძახებების განხორციელებისას პრეფიქსების გამოყენების წესს;
შ) ნომრის აკრეფის დახურული გეგმა – ნომრის აკრეფის გეგმა, როდესაც, განურჩევლად ნუმერაციის ზონისა, აბონენტთან დასაკავშირებლად გამომძახებელი აბონენტის მიერ სრულად იკრიფება გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული (მნიშვნელოვანი) ნომერი;
ჩ) ნომრის აკრეფის ღია გეგმა – აკრეფის გეგმა, როდესაც აბონენტის მიერ იმავე გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონის აბონენტთან კავშირისას იკრიფება მხოლოდ გამოსაძახებელი აბონენტის ნომერი – „SN“, ხოლო ნუმერაციის სხვა ზონის აბონენტთან კავშირისას კი გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული (მნიშვნელოვანი) ნომერი - „N(S)N“, წინ ეროვნული პრეფიქსის „0“-ის დამატებით;
ც) ნუმერაციის ეროვნული სისტემა – ამ დებულებით გათვალისწინებული ფორმატითა და სტრუქტურით განსაზღვრული ციფრების და/ან სიმბოლოების კომბინაცია, რომელიც გამოიყენება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების პროცესში, ელექტრონული საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის, ქსელის ფუნქციური რესურსების, მომხმარებლის ან მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიცირებისათვის; ნუმერაციის ეროვნული სისტემა აგრეთვე მოიცავს ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის რეგულირების პირობებსა და წესებს, რომლებიც განსაზღვრულია ამ დებულებით;
ძ) ნუმერაციის ბლოკი – კომისიის მიერ სარგებლობის უფლების პირველადი მინიჭებისათვის ამ დებულებით განსაზღვრული წესების შესაბამისად განსაზღვრული რაოდენობით გამოყოფილი კონკრეტული ნუმერაციის ზონის რესურსები;
წ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირება – კომისიის მიერ ნუმერაციის გეგმით განსაზღვრული კონკრეტული რესურსების დაგეგმარება, რეზერვირება, მსურველი პირებისათვის ამ რესურსებით სარგებლობის უფლების პირველადი მინიჭება და სარგებლობის უფლების გაუქმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი რეესტრის წარმოება, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების თანმდევი ვალდებულებებისა და პირობების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათი მოდიფიცირება, მათი გამოყენების პირობების დაცვის ზედამხედველობა და კონტროლი, მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ნუმერაციის რესურსების გამოყენებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ პირებს შორის, ასევე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში;
ჭ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების პირველადი მინიჭება – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე კომისიის მიერ მიღებული დადგენილებების შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით მსურველი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭება;
ხ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მეორადი მინიჭება - ავტორიზებული პირების მიერ, მათთვის პირველადი მინიჭებისას გამოყოფილი ნუმერაციის რესურსებით საკუთარი აბონენტებისთვის სარგებლობის უზრუნველყოფა (სარგებლობაში გადაცემა);
ჯ) ნუმერაციის გეგმა – ნუმერაციის კონკრეტული ზონის რესურსების ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმატი და სტრუქტურა. აგრეთვე, ამ ფორმატში კონკრეტული ციფრებისა და/ან სიმბოლოების კომბინაცია ან ცალკეულ შემთხვევებში, ამ დებულებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, მისი განსაზღვრის წესი;
ჰ) ნუმერაციის ზონა – ნუმერაციის გეგმის შესაბამისად ერთგვაროვანი დანიშნულებით გამოყენებისათვის განაწილებული ნუმერაციის რესურსების ჯგუფი, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება კონკრეტული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონის, ელექტრონული საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის, მისი ნაწილის, ქსელის ფუნქციური რესურსების ან კონკრეტული მომსახურების სახეების, აგრეთვე აბონენტების ან მათი ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირება;
ჰ1) ნუმერაციის ზონის კოდი (შემოკლებული აღნიშვნა – „TC“) - ნუმერაციის ე.წ. „TC“ – მაგისტრალური მიმართულების კოდი“, რომელიც ცალსახად განსაზღვრავს ნუმერაციის კონკრეტულ გეოგრაფიულ თუ არაგეოგრაფიულ ზონას და წარმოადგენს დანიშნულების ეროვნული კოდის („NDC“) შემადგენელ ნაწილს (ფორმატის ველს), ეროვნული პრეფიქსის გარეშე;
ჰ2) ნუმერაციის რესურსი – ნუმერაციის სისტემის საფუძველზე არსებული სიმბოლოების სისტემა, რომელიც გამოიყენება ნუმერაციის მინიჭებისას ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისას;
ჰ3) ოპერატორი – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით ქსელებითა და საშუალებებით ან/და ელექტრონული მომსახურების სახეებით უზრუნველყოფაზე ავტორიზებული პირი;
ჰ4) ოპერატორის სასიგნალო წერტილი – ავტორიზებული პირის სასიგნალო ქსელის ურთიერთჩართვის წერტილი, სადაც ხორციელდება ამ ოპერატორის ქსელთან სასიგნალო ინფორმაციის ურთიერთგაცვლა;
ჰ5) პერსონალური ნომერი – სატელეკომუნიკაციო მომსახურების სახეობა, რომლის საშუალებით აბონენტს მიენიჭება ნუმერაციის არაგეოგრაფიული გარკვეული ზონის ნომერი, რომელიც მუდმივად არ არის დაკავშირებული სააბონენტო ტერმინალის ქსელთან შეერთების რომელიმე ერთ კონკრეტულ ფიზიკურ ადგილთან, რაც შესაძლებელს ხდის, აბონენტის მიერ მის პერსონალურ ნომერზე განხორციელებული გამოძახება გადამისამართებულ იქნეს მის მიერ დღე-ღამის ნებისმიერ მომენტში განსაზღვრულ საერთო სარგებლობის ნებისმიერი ქსელის ტერმინალურ მოწყობილობაზე;
ჰ6) პირი - ავტორიზებული პირი, რომელიც კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე სარგებლობს ნუმერაციის რესურსით ან არაავტორიზებული პირი, რომელსაც სურს ისარგებლოს ან კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე უკვე სარგებლობს ნუმერაციის რესურსით;
ჰ7) პრეფიქსი (შემოკლებული აღნიშვნა – „P“) – ერთი ან რამდენიმე ციფრისგან ან სიმბოლოსგან შემდგარი კომბინაცია, რომელიც მომხმარებლის მიერ ნუმერაციის აკრეფის გეგმის (წესის) შესაბამისად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ფორმატის ან განსხვავებული ნუმერაციის ზონის ნუმერაციის რესურსების, ოპერატორის ქსელის, მისი ნაწილის, ქსელის ფუნქციური რესურსების ან მომსახურების სახეების ასარჩევად. პრეფიქსის კონკრეტული კომბინაცია არ წარმოადგენს ნუმერაციის გეგმის ნაწილს. ოპერატორების ქსელებს შორის გამოძახებების განხორციელებისას, ინტელექტუალური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სასიგნალო არხების მეშვეობით პრეფიქსი არ გადაიცემა. კონკრეტული პრეფიქსის ფორმატი, ციფრების კომბინაცია და გამოყენების წესი განისაზღვრება ამ დებულებით;
ჰ8) რეზერვირება – ნუმერაციის ცალკეული ზონების ან ნუმერაციის კონკრეტულ ზონაში თავისუფალი ნუმერაციის რესურსების რეზერვირება, შემდგომში ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების, არსებული ან ახალი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების გაფართოებისას, მათი პირველადი მინიჭების მიზნით;
ჰ9) საქართველოს – ქვეყნის საერთაშორისო კოდი – 995;
ჰ10) საერთაშორისო პრეფიქსი (შემოკლებული აღნიშვნა – „PI“) – ერთი ან რამდენიმე ციფრისგან ან სიმბოლოსგან შემდგარი კომბინაცია, რომელიც ნუმერაციის აკრეფის გეგმის (წესის) შესაბამისად გამოიყენება მომხმარებლის მიერ გლობალური ან საერთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურების მიღებისას. საერთაშორისო პრეფიქსია – „00“;
ჰ11) სააბონენტო ნომერი (შემოკლებული აღნიშვნა – „SN“) – სააბონენტო ნუმერაციის რესურსი, გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ნუმერაციის კონკრეტულ ზონაში აბონენტის ან მისი ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიცირებისათვის და/ან გამოძახებების ან საინფორმაციო სიგნალების დამისამართებისათვის გამოყენებული ციფრების კომბინაცია. ტერმინები – „სააბონენტო ნომერი“ და „ბოლო მომხმარებლის ნომერი“ გამოიყენება ეკვივალენტური მნიშვნელობით;
ჰ12) საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურები – სამსახურები, რომლებიც უზრუნველყოფენ გადაუდებელ და სწრაფ დახმარებას იმ სიტუაციების დროს, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, კერძო ან საზოგადოებრივ საკუთრებას ან/და ბუნებრივ გარემოს. საგანგებო სამსახურები არ შემოიფარგლებიან მხოლოდ აღნიშნულ სიტუაციებზე რეაგირებით;
ჰ13) საკონტროლო თარიღები – საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ღონისძიებათა შესრულების კალენდარული თარიღები;
ჰ14) სასიგნალო ქსელები – ოპერატორის ან სხვადასხვა ოპერატორების ქსელებს შორის ელექტრონული საკომუნიკაციო გამოძახებების (მათ შორის, სატელეფონო ზარების) განხორციელებასთან დაკავშირებული ფუნქციური და საკონტროლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლისათვის განკუთვნილი ქსელები (საკომუნიკაციო არხები) და ტექნიკური საშუალებები. სასიგნალო ქსელები მოიცავს ოპერატორების სასიგნალო კვანძებში განთავსებულ სასიგნალო ქსელის შესაბამის ტერმინალურ ელემენტებს, მოწყობილობებსა და მათ შემაერთებელ სასიგნალო არხებს; ოპერატორების სასიგნალო ქსელების ურთიერთდაკავშირება ხორციელდება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით;
ჰ15) საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდი (შემოკლებული აღნიშვნა – „ISPC“) – სხვა ქვეყნის ოპერატორების სასიგნალო ქსელებისა და ავტორიზებული პირების სასიგნალო ქსელების ურთიერთჩართვისას ამ ავტორიზებული პირების სასიგნალო ქსელების ურთიერთჩართვის წერტილების მაიდენტიფიცირებელი კოდი;
ჰ16) სამინისტრო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
ჰ17) ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი (შემოკლებული აღნიშვნა – „ITU“) – ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში გაეროს სპეციალიზებული ორგანიზაცია;
ჰ18) ტექნოლოგიური კონვერგენცია – განსხვავებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით ერთგვაროვანი, ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების მიწოდების შესაძლებლობა;
ჰ19) უფასო, განაწილებული ხარჯებით, დამატებული ღირებულების და მომსახურების სხვადასხვა ფართო სახეობები – არაავტორიზებული პირების უფასო ან ფასიანი საინფორმაციო- საკონსულტაციო, გასართობი, საცნობარო ან სხვა სახის მომსახურების სახეობები, რომელთა მიწოდება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის აბონენტებისათვის (ბოლო მომხმარებლებისათვის) ხორციელდება ოპერატორის ქსელსა და საშუალებებთან დაშვებითა და ურთიერთჩართვით;
ჰ20) ფიქსირებული კავშირის ქსელი – საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების შემადგენელი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტულ გეოგრაფიულ ზონაში მოქმედ საერთო სარგებლობის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებში ფიქსირებული ტერმინალური მოწყობილობების სადენიან ან უსადენო შეღწევას;
ჰ21) ქვეყნის კოდი (შემოკლებული აღნიშვნა – „CC“) – ერთი, ორი ან სამი ციფრის კომბინაცია, რომელიც გამოიყენება ქვეყნის, ქვეყნების ჯგუფის საიდენტიფიკაციოდ, ან სამი ციფრის კომბინაცია, რომელიც გამოიყენება გლობალური მომსახურების საერთაშორისო ნუმერაციის ზონის განსაზღვრისათვის, ქვეყნის კოდი გამოიყოფა ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის მიერ;
ჰ22) ყოველ გამოძახებაზე მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევა – აბონენტის მიერ ყოველი გამავალი ავტომატური საქალაქთაშორისო ან/და საერთაშორისო კავშირის დასამყარებლად იმ საოპერატორო კომპანიის არჩევა, რომლის მომსახურებით სარგებლობასაც იგი აპირებს, რისთვისაც იგი კრეფს საოპერატორო კომპანიის არჩევის პრეფიქსულ კოდს – 10XX, შემდეგ შესაბამისად ეროვნულ - „0” ან საერთაშორისო - „00“ - პრეფიქსებს, შემდეგ კი გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნულ ან საერთაშორისო ნომერს;
ჰ23) მოკლეტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრები – ციფრების კომბინაცია, რომელზეც ხდება მომხმარებლის მიერ ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების გაგზავნა სხვადასხვა სახის მომსახურებების მიღების მიზნით.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის დადგენილება №194 – ვებგვერდი, 30.05.2012წ.
მუხლი 3. საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემა
1. საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემა უზრუნველყოფს საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების სფეროში საქმიანობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ხელს უწყობს თანამედროვე ტექნიკური გადაწყვეტილებებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (მათ შორის, ინტერნეტ ტექნოლოგიების), მომსახურებათა ახალი სახეობების დანერგვას, ამ სფეროში სამეწარმეო საქმიანობისა და გრძელვადიანი კონკურენციის შემდგომ განვითარებას.
2. საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემა შემუშავებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის – „ITU“-ის, „ევროპის ქვეყნების კავშირგაბმულობის და ფოსტის ადმინისტრაციათა საბჭოს” - „CEPT“-ის, „ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის“ – „ETSI“- ის მიერ დადგენილი სტანდარტებისა და რეკომენდაციების მოთხოვნების დაცვით.
3. საქართველოს ნუმერაციის სისტემის რეფორმირებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციების მიერ მიღებული სტანდარტები და რეკომენდაციები.
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომისია ამ დებულებით განსაზღვრული წესების შესაბამისად ახორციელებს შემდეგი ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის რეგულირებას:
ა) ეროვნული (მნიშვნელოვანი) ნომრები (N(S)N), მათ შორის: სააბონენტო ნომრები; ოპერატორების, მათი ქსელების, მომსახურების სხვადასხვა სახეების კოდები;
ბ) ოპერატორების ეროვნული და საერთაშორისო სასიგნალო წერტილების კოდები (ISPC, NSPC);
გ) მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების ქსელების კოდები (MNC).
მუხლი 4. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის აგების პრინციპები
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის რეგულირება ხორციელდება შემდეგი პრინციპების საფუძველზე:
1. შეუზღუდაობისა და ხელმისაწვდომობის პრინციპი – მოქმედმა ნუმერაციის სისტემამ უნდა უზრუნველყოს არსებული და სამომავლო მოთხოვნების შესაბამისად საკმარისი ნუმერაციის რესურსები, მათ შორის, სააბონენტო ნუმერაცია. ნუმერაციის რესურსებით სარგებლობა შეუზღუდავია ყველა მსურველი პირისათვის ან მომხმარებლისათვის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.
2. თანასწორუფლებიანობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპი – ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის რეგულირება ხორციელდება მსურველი პირებისა ან მომხმარებლების ჯგუფების თანასწორუფლებიანობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დაცვით; ნუმერაციის რესურსებით სარგებლობისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს მომხმარებლების მიერ საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების სახეობის თავისუფლად, არადისკრიმინაციულად არჩევის უფლება.
3. ეფექტიანობის პრინციპი – მოქმედმა ნუმერაციის სისტემამ უნდა უზრუნველყოს ნუმერაციის გეგმის შესაბამისად განაწილებული ნუმერაციის რესურსების ეფექტიანი სარგებლობა, ხელი შეუწყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების მფლობელი ავტორიზებული პირების მიერ ეფექტიანი ინვესტიციების განხორციელებას და ინოვაციური თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ეფექტიან გამოყენებას, ახალი მომსახურების სახეების განვითარებასა და გაფართოებას.
4. კონკურენციის უზრუნველყოფის პრინციპი – კომისიის მიერ ნუმერაციის გეგმით განსაზღვრული რესურსების გამოყოფისა და ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის რეგულირებისას, აგრეთვე მომხმარებლების მიერ ნუმერაციის რესურსების გამოყენებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს:
ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება, აგრეთვე მისი არა მარტო შენარჩუნება, არამედ განვითარება- გაფართოება;
ბ) ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის უფლების პირველადი მინიჭებისას ან მეორადი მიმოქცევისას, ავტორიზებული პირების შერწყმის ან შეძენისას, ერთი ან რამდენიმე ურთიერთდამოკიდებული ავტორიზებული პირის ხელში ნუმერაციის რესურსის კონცენტრაციისა და კონკურენციის შეზღუდვის მიზნით საბაზრო უპირატესობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება;
გ) მომხმარებლების უფლებების დაცვა, სხვადასხვა მომსახურების მიმწოდებლების არჩევისას შეუზღუდაობა, თანასწორუფლებიანობა და არადისკრიმინაციულობა, საერთო სარგებლობის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებთან და ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებასთან თანაბარი ხელმისაწვდომობა.
5. ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი – ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის რეგულირება დაფუძნებულია ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპზე; ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი გულისხმობს ნუმერაციის კლასიფიკაციას არა ტექნოლოგიის თვისებების საფუძველზე, არამედ მომსახურების თვისებების მიხედვით (ფუნქციონალური თვისებები, ფასი და ა.შ.), მიუხედავა დ იმისა, თუ რა ტიპის ქსელით ხორციელდება ამ მომსახურების შეთავაზება.
6. სტაბილურობის პრინციპი – ნუმერაციის ეროვნული სისტემის განვითარება ან მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა უნდა განხორციელდეს იმ გარემოებებისა და დასახული მიზნების ობიექტური შეფასების გათვალისწინებით, რომლებიც განაპირობებს ნუმერაციის ეროვნული სისტემის დაგეგმილი რეფორმირების აუცილებლობას. ნუმერაციის გეგმის რეფორმირება გამიზნულია გრძელვადიან პერიოდზე და რეფორმირებისას, ობიექტური შესაძლებლობების ფარგლებში, მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი ნუმერაციის რესურსების მოქმედ სტრუქტურაში ან ფორმატში გამოყენებული კონკრეტული ციფრებისა და სიმბოლოების ან მათი კომბინაციის მნიშვნელოვანი ცვლილებები მომხმარებლებისათვის ნუმერაციის გეგმის რეფორმირების გარდამავალ პერიოდში მომსახურების შეზღუდვის ან შეფერხების თავიდან აცილების მიზნით.
7. მომხმარებელზე ორიენტირებულობის პრინციპი – ნუმერაციის გეგმით განსაზღვრული ფორმატი და სტრუქტურა, აგრეთვე აკრეფის გეგმა უნდა იყოს მარტივი და გამჭვირვალე, აბონენტების მიერ სააბონენტო ნომრების, ოპერატორების კოდების ან მომსახურების სახეების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული სხვა კოდების მარტივად დამახსოვრებისა და ნუმერაციის ამ რესურსების აკრეფისას ტერმინალური მოწყობილობის მარტივად გამოყენების უზრუნველსაყოფად.
8. მოქნილობის პრინციპი – ნუმერაციის ეროვნულმა სისტემამ, ნუმერაციის გეგმის დადგენილმა ფორმატმა და სტრუქტურამ უნდა უზრუნველყოს ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებისას ან არსებული ქსელებისა და საშუალებების გაფართოებისას პირველადი მინიჭებისათვის საკმარისი ნუმერაციის რესურსების გამოყოფის შესაძლებლობა.
9. ინფორმატიულობა – ნუმერაციის ეროვნული რესურსის ფორმატი, სტრუქტურა და ციფრებისა და/ ან სიმბოლოების კომბინაცია დგინდება იმგვარად, რომ მოიცავდეს განზოგადებულ ინფორმაციას ტარიფების, არჩეული მომსახურების ერთგვაროვანი სახეებისა და მათი მიწოდების პირობების შესახებ.
10. ერთგვაროვნობისა და ცალსახობის პრინციპი – ნუმერაციის გეგმის შესაბამისად განსაზღვრული ნუმერაციის რესურსების, ეროვნული ნომრებისა და სააბონენტო ნომრების განაწილება უნდა განხორციელდეს ერთგვაროვანი წესით. კონკრეტული ნუმერაციის რესურსის ფორმატი, სტრუქტურა და მასში გამოყენებული სიმბოლოების, ასოებისა და/ ან ციფრების კომბინაცია და აკრეფის გეგმა ცალსახად უნდა განსაზღვრავდეს კონკრეტულ რესურსს – მომხმარებელს, მის ტერმინალურ მოწყობილობას, ოპერატორის ქსელებს, ამ ქსელებით განხორციელებულ მომსახურების სახეს, ქსელების ფუნქციონალურ ან საინფორმაციო რესურსს თუ სხვა რესურსებს, დაკავშირებულს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობასთან ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებასთან.
11. საინფორმაციო უზრუნველყოფის პრინციპი – მომსახურების შეუზღუდავი და შეუფერხებლად მიღების უზრუნველყოფის მიზნით ნუმერაციის ეროვნული სისტემით განსაზღვრულ ნუმერაციის გეგმაში ცვლილებების ან დამატებების შეტანა უნდა განხორციელდეს გამჭვირვალედ, მომხმარებლებისათვის სამი თვით ადრე საჯარო შეტყობინების გზით. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს ცვლილების ან დამატების არსებითი შინაარსი, ცვლილების ან დამატებების განხორციელების ზუსტი თარიღი და დრო.
თავი II
ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირება
მუხლი 5. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
1. ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის რეგულირებას ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში – კომისია).
2. ნუმერაციის რესურსის პირველადი მინიჭება ხორციელდება კომისიის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. კომისია უფლებამოსილია ნუმერაციის რესურსის პირველადი მინიჭებისას პირს დაუდგინოს ამ რესურსით სარგებლობის კონკრეტული პირობები.
4. კომისია აწარმოებს პირველადი მინიჭებით ავტორიზებული პირებისათვის სარგებლობაში გაცემული ნუმერაციის რესურსების რეესტრს. რეესტრის მონაცემები საჯაროა.
მუხლი 6. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის პირობები
1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელმა პირმა უნდა:
ა) უზრუნველყოს კომისიის გადაწყვეტილებით პირველადი მინიჭების საფუძველზე განსაზღვრული ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის პირობების დაცვა, გამოყოფილი ნუმერაციის რესურსების შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა და მათი სარგებლობა საკუთარი აბონენტებისათვის (მეორადი მინიჭება);
ბ) საკუთარი აბონენტისათვის უფასოდ ხელმისაწვდომი გახადოს საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების და საკუთარი კომპანიის საინფორმაციო-საცნობარო და დაზიანებების აღმოფხვრის სამსახურების სატელეფონო ნომრები;
გ) უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით სარგებლობისას მომხმარებლის უფლებების დაცვა და მომხმარებლის არადისკრიმინაციული არჩევანის შესაბამისად არჩეული მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირის მომსახურების მიღება, ყოველ გამოძახებაზე მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევის მოკლე კოდის გამოყენებით ან წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის წინასწარი არჩევით;
დ) ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად გაააქტიუროს და საკუთარი აბონენტებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს: ურთიერთჩართული ოპერატორების სააბონენტო ნომრები ან ოპერატორების არჩევის, აგრეთვე მომსახურების სახეებთან დაშვების მოკლე ნომრები (კოდები); უფასო, განაწილებული ხარჯებით დამატებული ღირებულებისა და მომსახურების სხვადასხვა ფართო სახეობების მიმწოდებელი პირების ან მათი ტერმინალური მოწყობილობების საიდენტიფიკაციო (სააბონენტო) ნომრები;
ე) მისთვის პირველადი მინიჭების საფუძველზე გამოყოფილი ნუმერაციის რესურსი აითვისოს პირველადი მინიჭებით განსაზღვრული პირობებით და ვადაში;
ვ) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკუთარი ხარჯებით განახორციელოს ამ დებულებით განსაზღვრული ნუმერაციის სისტემაზე გადასვლის სამუშაოები.
2. მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს სიმბარათის გარეშე მობილური სატელეფონო აპარატიდან თავის ქსელში შესულ საგანგებო (ექსტრემალურ) ნომრებზე ზარის განხორციელება.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის დადგენილება №194 – ვებგვერდი, 30.05.2012წ.
თავი III
საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო
ქსელების ნუმერაციის გეგმა
მუხლი 7. ნუმერაციის გეგმის იერარქიული სტრუქტურა
1. საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის გეგმა აგებულია ერთიანი იერარქიული სტრუქტურით.
2. საქართველოს საერთაშორისო ნომრის ერთიანი სტრუქტურა შედგება საქართველოს – ქვეყნის საერთაშორისო კოდისგან და ეროვნული ნომრისგან, მისი სრული ფორმატი შედგება 12 ნიშნისგან.
3. საქართველოს – ქვეყნის საერთაშორისო კოდია (CC) - „995“.
4. საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის გეგმა მოიცავს ნუმერაციის შემდეგ ზონებს:
ა) ნუმერაციის გეოგრაფიული ზონები, რომლებიც მოიცავს საქართველოს სხვადასხვა გეოგრაფიულ ზონებში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორების სააბონენტო ნომრების რესურსებს;
ბ) ნუმერაციის არაგეოგრაფიული ზონები, რომლებიც მოიცავს:
ბ. ა) მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის მიმწოდებელი ოპერატორების სააბონენტო ნუმერაციის რესურსებს;
ბ.ბ) უსადენო შეღწევის, მათ შორის, ფიჭური ორგანიზების ტიპის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ფიქსირებული კავშირის მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებელი ოპერატორების სააბონენტო ნომრების რესურსებს;
ბ.გ) ინტელექტუალური ქსელებით (მათ შორის, უფასო და განაწილებული ხარჯებით) მომსახურების სახეების მიმწოდებელი პირების სააბონენტო ნუმერაციის რესურსებს;
ბ.დ) პერსონალური ნომრებით დამატებითი ფასიანი და სხვადასხვა მომსახურების სახეობების მიმწოდებელი პირების სააბონენტო ნუმერაციის რესურსებს;
გ) 1XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრების (კოდების) ზონა მოიცავს მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორების არჩევის კოდებს, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების საინფორმაციო-საცნობარო და საავარიო მომსახურების, საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების, მუნიციპალური და სხვა საავარიო-სამაშველო, საზოგადოებრივი, საინფორმაციო, საცნობარო, სამედიცინო და სოციალური დახმარების სამსახურების ნომრებსა და კოდებს;
დ) მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების ქსელების იდენტიფიცირების კოდებს – (MNC), ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორების სასიგნალო ქსელების საერთაშორისო – (ISPC) და ეროვნულ – (NSPC) ურთიერთჩართვის წერტილების იდენტიფიცირების კოდებს;
ე) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დამისამართების პრეფიქსებს;
ვ) მოკლეტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებს.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის დადგენილება №194 – ვებგვერდი, 30.05.2012წ.
მუხლი 8. ეროვნული (მნიშვნელოვანი) ნომერი
1. ეროვნული (მნიშვნელოვანი) ნომერი ერთგვაროვანი ფორმატის და სტრუქტურისაა:
|
ეროვნული (მნიშვნელოვანი) ნომერი N(S)N |
||
|
დანიშნულების ეროვნული კოდი - NDC |
აბონენტის ნომერი SN (ან მომსახურების სახის იდენტიფიკატორი) |
|
|
TC |
DN |
SN |
|
TC - (ერთი ნიშანი) |
DN - (ერთი ან ორი ნიშანი) |
SN - (მაქსიმუმი შვიდი ნიშანი) |
|
ნუმერაციის ზონის კოდი |
დანიშნულების ქსელების კოდი |
აბონენტის ნომერი ან მომსახურების სახის იდენტიფიკატორი. |
2. ნუმერაციის ზონებში ეროვნული ნომრის სრული ფორმატი შეადგენს ცხრა ნიშანს.
მუხლი 9. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების გეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში ნუმერაციის რესურსების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა
გეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში ეროვნული (მნიშვნელოვანი) ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება, პირველადი მინიჭებისათვის ნუმერაციის რესურსების გამოყოფა და მათი სარგებლობა უნდა განხორციელდეს შემდეგი წესების შესაბამისად:
ა) გეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში სააბონენტო ნომრები განაწილებულია შემდეგი სტრუქტურისა და ფორმატის შესაბამისად:
|
გეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში ეროვნული (მნიშვნელოვანი) ნომერი N(S)N
|
||
|
დანიშნულების ეროვნული კოდი NDC |
აბონენტის ნომერი SN |
|
|
გეოგრაფიული ზონის ორნიშნა ან სამნიშნა კოდი |
აბონენტის ნომერი |
|
|
TC - (ერთი ნიშანი) |
DN - (ერთი ან ორი ნიშანი) |
SN - (ექვსი ან შვიდი ნიშანი) |
|
ნუმერაციის ზონის (მაგისტრალური მიმართულების) კოდი |
დანიშნულების ქსელების ჯგუფური კოდი |
გეოგრაფიულ ზონაში აბონენტის ნომერი |
|
„3“, „4“ |
ერთ- ან ორნიშნა 0-9 ციფრების კომბინაცია |
ექვს- ან შვიდნიშნა ციფრების კომბინაცია, რომელიც არ იწყება „0“-ით ან „1“-ით; |
ბ) ნუმერაციის გეოგრაფიულ ზონაში მაგისტრალური მიმართულების კოდის – (TC), დანიშნულების ქსელების კოდის – (DN) და აბონენტის ნომრის – (SN) სრული ფორმატი შეადგენს ცხრა ციფრს, ეროვნული პრეფიქსის (PI) – „0“ - ის გარეშე. ნუმერაციის გეოგრაფიულ ზონაში მაგისტრალური მიმართულების კოდი – (TC) და დანიშნულების ქსელების კოდი – (DN) განსაზღვრავს კონკრეტული გეოგრაფიული ზონის კოდს (დანიშნულების ეროვნულ კოდს (NDC), ხოლო აბონენტის ნომერი – (SN) – ამ გეოგრაფიულ ზონაში კონკრეტული აბონენტის ნომერს;
გ) ნუმერაციის კონკრეტული გეოგრაფიული ზონების კოდები – (NDC) და აბონენტის ნომრის სიგრძე მოცემულია ამ დებულების №1 დანართში;
დ) ნუმერაციის გეოგრაფიულ ზონაში განაწილებული ნუმერაციის რესურსები გამოიყენება კონკრეტულ გეოგრაფიულ ზონაში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის;
ე) კომისიის მიერ ნუმერაციის ამ რესურსებით სარგებლობის უფლების პირველადი მინიჭება ხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. მსურველი ავტორიზებული პირის კონკრეტული განაცხადის შესაბამისად კომისია ახორციელებს პირველადი მინიჭებისათვის განაცხადში მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსების გამოყოფის დასაშვებობის შეფასებას. მოთხოვნილი კონკრეტული სააბონენტო ნომრების გამოყოფის დაკმაყოფილების შეუძლებლობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია გამოყოს სააბონენტო ნომრების იმავე მოცულობის ბლოკი სააბონენტო ნომრების ციფრების სხვა კომბინაციით. ნუმერაციის კონკრეტულ გეოგრაფიულ ზონაში, თავისუფალი რესურსების არსებობის შემთხვევაში, დაუშვებელია პირველადი მინიჭებისათვის ამ ზონაში სარეზერვო ნუმერაციის რესურსების გამოყოფა;
ე1) კომისია ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოსათვის ნუმერაციის რესურსის მინიჭებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადით;
ვ) გეოგრაფიული ნუმერაციის ზონებში ნომრის აკრეფის გეგმა ღიაა. კონკრეტული გეოგრაფიული ნუმერაციის ზონის სააბონენტო ნომრით იდენტიფიცირებული აბონენტის მიერ იკრიფება:
ვ. ა) იმავე ეროვნული დანიშნულების კოდით (NDC) იდენტიფიცირებული, გეოგრაფიული ნუმერაციის ზონის აბონენტთან ადგილობრივი სატელეფონო კავშირის განსახორციელებლად – მხოლოდ გამოსაძახებელი აბონენტის ნომერი (SN);
ვ. ბ) გეოგრაფიული ნუმერაციის განსხვავებული ზონის აბონენტთან საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის განსახორციელებლად – მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევის კოდი – (10XX), შემდეგ ეროვნული პრეფიქსი (PN) – „0”, შემდეგ კი – გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომერი, ან ეროვნული პრეფიქსი (PN) – „0”, შემდეგ კი – გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომერი;
ვ. გ) არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონის აბონენტთან დასაკავშირებლად – ეროვნული პრეფიქსი (PN) - „0“ და გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომერი;
ვ.დ) საერთაშორისო სატელეფონო კავშირის განსახორციელებლად: მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევის კოდი – (10XX), შემდეგ საერთაშორისო პრეფიქსი (PI) – „00”, შემდეგ ქვეყნის კოდი (CC) და გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომერი, ან საერთაშორისო პრეფიქსი (PI) – „00”, შემდეგ კი – ქვეყნის კოდი (CC) და გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომერი;
ვ.ე) საერთაშორისო (გლობალურ) მომსახურებებთან და ელექტრონული კომუნიკაციების მობილური თანამგზავრული სისტემის გლობალური ქსელების აბონენტებთან დასაკავშირებლად: პირველ შემთხვევაში იკრიფება მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევის კოდი – (10XX), საერთაშორისო პრეფიქსი (PI) – „00”, შემდეგ გლობალური ქსელის კოდი (CC) და აბონენტის გლობალური ნომერი (GSN), ხოლო მეორე შემთხვევაში – მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევის კოდი – (10XX), შემდეგ საერთაშორისო პრეფიქსი (PI) – „00”, გლობალური ქსელის კოდი (CC), გლობალური სისტემის იდენტიფიკაციის კოდი (IC) და აბონენტის ნომერი ან საერთაშორისო პრეფიქსი – „00”, შემდეგ გლობალური ქსელის კოდი და გამოსაძახებელი აბონენტის გლობალური ნომერი;
ზ) საოპერატორო კომპანიის მხრიდან თავისი ქსელის აბონენტის მიერ ამ მუხლის „ვ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ნომრების აკრეფის წესების გამოყენების შეზღუდვა დაუშვებელია, იმ შემთხვევების გარდა, თუ აბონენტის წერილობითი განცხადებით მოთხოვნილი არ იქნება:
ზ.ა) ისარგებლოს მხოლოდ მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის წინასწარი არჩევის მეთოდით;
ზ.ბ) შეზღუდულ იქნეს მისი ტერმინალური მოწყობილობის დაშვება გარკვეული სახეობების ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებებთან;
თ) გეოგრაფიული ნუმერაციის კონკრეტულ ზონაში კომისიის მიერ გამოიყოფა სარეზერვო ნუმერაციის რესურსები, მათი საერთო მოცულობის არანაკლებ 20%-ის ოდენობით. სარეზერვო ნუმერაციის თავისუფალი რესურსების 75%-ის ათვისების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია გამოყოს გეოგრაფიული ნუმერაციის ახალი ზონა იმავე ზონის (მაგისტრალური მიმართულების) კოდისა – (TC) და დანიშნულების ქსელების ახალი ჯგუფური კოდის (DN) განსაზღვრით. გეოგრაფიული ნუმერაციის ახალი ზონის განსაზღვრა კომისიის მიერ უნდა განხორციელდეს ამ დებულებით განსაზღვრული ნუმერაციის ეროვნული სისტემის აგების პრინციპების გათვალისწინებით. გეოგრაფიული ნუმერაციის ზონის განსაზღვრის შესახებ ინფორმაციას გამოყოფილი (დანაწილებული) ნუმერაციის რესურსების ფორმატისა და ციფრების კომბინაციის მითითებით კომისია საჯაროდ აქვეყნებს 30 დღით ადრე, ამ ზონის ნუმერაციის რესურსების პირველადი მინიჭებით ხელმისაწვდომობის ძალაში შესვლის თარიღამდე;
ი) პირველადი მინიჭების საფუძველზე გეოგრაფიული ნუმერაციის ზონის რესურსებით სარგებლობის უფლების (ლიცენზიის) მფლობელი ავტორიზებული პირები ვალდებული არიან თვეში ერთხელ აღრიცხონ და მიაწოდონ კომისიას ინფორმაცია მინიჭებული სააბონენტო ნუმერაციის სრული რესურსებიდან საკუთარი აბონენტებისათვის მეორადი მინიჭების საფუძველზე გამოყენებული სააბონენტო ნომრების წილობრივი მოცულობის თაობაზე.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის დადგენილება №194 – ვებგვერდი, 30.05.2012წ.
მუხლი 10. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში ნუმერაციის რესურსების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა
არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში ეროვნული ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება, პირველადი მინიჭებისათვის ნუმერაციის რესურსების გამოყოფა და მათი სარგებლობა უნდა განხორციელდეს შემდეგი წესების შესაბამისად:
ა) არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში სააბონენტო ნომრები განაწილებულია შემდეგი სტრუქტურისა და ფორმატის შესაბამისად:
|
არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონ აში ეროვნული (მნიშვნელოვანი) ნომერი N(S)N |
||
|
დანიშნულების ეროვნული კოდი NDC |
აბონენტის ნომერი SN |
|
|
არაგეოგრაფიული ზონის სამნიშნა კოდი |
აბონენტის ნომერი |
|
|
TC - (ერთი ნიშანი) |
DN - (ორი ნიშანი) |
SN - (ექვსი ნიშანი) |
|
ნუმერაციის ზონის (მაგისტრალური მიმართულების) კოდი |
დანიშნულების ქსელების ან მომსახურების სახეების ჯგუფური კოდი |
არაგეოგრაფიულ ზონაში აბონენტის ნომერი |
|
„5“, „6“, „7“, „8“, „9“ |
ორნიშნა 0-9 ციფრების კომბინაცია |
ექვსნიშნა 0-9 ციფრების კომბინაცია; |
ბ) არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონებში მაგისტრალური მიმართულების კოდის - (TC), დანიშნულების ქსელების კოდის – (DN) და აბონენტის ნომრის – (SN) სრული ფორმატი შეადგენს ცხრა ციფრს („0“ – ეროვნული პრეფიქსის გარეშე). არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში მაგისტრალური მიმართულების კოდი - (TC) და დანიშნულების ქსელების კოდი – (DN) განსაზღვრავს კონკრეტული არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონის კოდს, ხოლო აბონენტის ნომერი – (SN) – ამ ზონაში კონკრეტული აბონენტის ნომერს;
გ) არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონების კოდები და კონკრეტული კომბინაციის ნუმერაციის რესურსის დანიშნულება მოცემულია ამ დებულების №2 დანართში;
დ) არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონებში განაწილებული ნუმერაციის რესურსები გამოიყენება:
დ.ა) მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის მომსახურების უზრუნველყოფისათვის;
დ.ბ) უსადენო შეღწევის, მათ შორის, ფიჭური ორგანიზების ტიპის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ფიქსირებული კავშირის მომსახურების უზრუნველყოფისათვის და ამ ტიპის ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირების ათვის;
დ.გ) აბონენტების ინტელექტუალური ქსელებით და დამატებითი ფასიანი მომსახურებით უზრუნველყოფისათვის;
დ.დ) აბონენტების პერსონალური ნომრებით მომსახურებით უზრუნველყოფისა და მათი ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირების ათვის; აბონენტების მომსახურების სხვადასხვა სახეობებით უზრუნველყოფის ათვის;
დ.ე) VOIP – ინტერნეტპროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის;
ე) კომისიის მიერ ნუმერაციის ამ რესურსებით სარგებლობის უფლების პირველადი მინიჭება ხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
ვ) პირებისათვის ინტელექტუალური ქსელებით დამატებითი ფასიანი და პერსონალური ნომრებით მომსახურებისათვის სააბონენტო ნომრების გამოყოფა ხორციელდება კომისიის მიერ ნუმერაციის ამ რესურსების გამოყოფის, გამოყენებისა და სარგებლობის წესების მიღების შემდეგ;
ზ) მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სააბონენტო ნუმერაციის რესურსებით სარგებლობა ხორციელდება ნუმერაციის გეოგრაფიული ზონის რესურსებით სარგებლობისათვის დადგენილი ამ დებულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად (ნომრის აკრეფის გეგმის გარდა);
თ) არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონებში ნომრის აკრეფის გეგმა დახურულია. არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონის რესურსებით იდენტიფიცირებული მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების აბონენტების მიერ იკრიფება:
თ. ა) იმავე მაგისტრალური მიმართულების – (TC) კოდით იდენტიფიცირებული, არაგეოგრაფიული ზონის აბონენტთან დასაკავშირებლად მხოლოდ გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომერი – (N(S)N);
თ.ბ) განსხვავებული არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონის აბონენტთან დასაკავშირებლად – ეროვნული პრეფიქსი (PN) – „0“ და გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომერი – (N(S)N);
თ.გ) გეოგრაფიული ნუმერაციის ზონის აბონენტებთან ან/და საერთაშორისო კავშირის განსახორციელებლად გამოიყენება ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.გ“ და „ვ.დ“ ქვეპუნქტებში მოყვანილი წესი;
თ.დ) საერთაშორისო (გლობალური) მომსახურებებთან და ელექტრონული კომუნიკაციების მობილური თანამგზავრული სისტემის გლობალური ქსელების აბონენტებთან კავშირის დასამყარებლად გამოიყენება ამ დებულების მე-9 მუ ხლის პირველი პუნქტის „ვ.ე“ ქვეპუნქტში მოყვანილი წესი;
ი) მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის უსადენო შეღწევის, მათ შორის, ფიჭური ორგანიზების ტიპის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საფუძველზე ფიქსირებული კავშირის მომსახურებების აბონენტების მიერ ნომრების აკრეფის წესების გამოყენებაზე შეზღუდვის დაწესების წესი იგივეა, რაც მოცემულია დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში;
კ) საერთო სარგებლობის სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ ინტელექტუალურ ქსელებში შესასვლელად დამატებითი ფასიანი მომსახურებების მისაღებად და პერსონალური ნომრის მქონე აბონენტთან დასაკავშირებლად გამოიყენება ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.გ“ და „ვ.ე“ ქვეპუნქტებში მოყვანილი წესი.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის დადგენილება №194 – ვებგვერდი, 30.05.2012წ.
მუხლი 11. 1XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრების (კოდების) სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა
1XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრების (კოდების) განაწილება, სტრუქტურა, ფორმატი, პირველადი მინიჭების ნუმერაციის რესურსების გამოყოფა და მათი სარგებლობა უნდა განხორციელდეს შემდეგი წესების შესაბამისად:
ა) აღნიშნული ფორმატის ნომრები ფიქსირებულ და მობილურ ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებში ერთნაირია. 1XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრების (კოდების) განაწილება მოცემულია ამ დებულების №3 დანართში;
ბ) მოკლე ნომრების ზონაში განაწილებული ნუმერაციის რესურსები აბონენტების მიერ გამოიყენება:
ბ.ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევის ა თვის, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის საინფორმაციო-საცნობარო და საავარიო სამსახურების მომსახურების მისაღებად;
ბ.ბ) საგანგებო (ექსტრემალურ) სამსახურებთან დასაკავშირებლად;
ბ.გ) მუნიციპალურ და სხვა საავარიო-სამაშველო სამსახურებთან დასაკავშირებლად;
ბ.დ) საზოგადოებრივი, საინფორმაციო, საცნობარო მომსახურებების, სამედიცინო და სოციალური დახმარებების მისაღებად;
ბ.ე) არასატელეკომუნიკაციო სერვისების მისაწოდებლად;
ბ.ვ) სატელეკომუნიკაციო სერვისების მისაწოდებლად;
გ) 1XX (XXX) ფორმატის ნუმერაციის ზონაში მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევის კოდის კონკრეტული პირველადი მინიჭება ხორციელდება „კოდის ერთი კომბინაცია ერთი ოპერატორისათვის ან ერთგვაროვანი მომსახურების სახისათვის“ პრინციპის შესაბამისად. მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორისათვის არჩევის კოდით სარგებლობის უფლების, ასევე ერთგვაროვანი მომსახურების სახეების მოკლე ნომრების (გარდა ამ დებულებით გამოყოფილი ნომრებისა) პირველადი მინიჭება ხორციელდება კომისიის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ დებულებით გამოყოფილი კონკრეტული სამსახურების მოკლე ნომრებით სარგებლობა ხორციელდება უვადოდ;
დ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის მფლობელმა ოპერატორებმა, რომლებიც სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებენ აბონენტების მომსახურებას, უნდა უზრუნველყონ, საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით, კოდით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი მსურველი ოპერატორებისათვის ან საზოგადოებრივი და საინფორმაციო სამსახურებისა, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის (უწყებრივი ქსელების მფლობელი პირებისათვის) ურთიერთჩართვის მომსახურების (ზარების წამოწყების მომსახურების) მიწოდება და თავიანთ ქსელებსა და საშუალებებში 1XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრების (კოდების) გააქტიურება;
ე) ცალკეულ ორგანიზაციათა საინფორმაციო-საცნობარო სამსახურების ათვის შემოკლებული ოთხნიშნა და ხუთნიშნა ნომრები შესაძლებელია საოპერატორო კომპანიების მიერ გაცემულ იქნეს მათთვის გამოყოფილი ნუმერაციის რესურსიდან;
ვ) სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით აბონენტების მომსახურების განმახორციელებელი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ოპერატორების აბონენტების მიერ 1XX (XXX) ფორმატის ნუმერაციის რესურსებით იდენტიფიცირებული მომსახურების სახეობის არჩევისას იკრიფება:
ვ. ა) განსხვავებული გეოგრაფიული ნუმერაციის ზონის აბონენტთან საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის განსახორციელებლად ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კონკრეტული ოპერატორის არჩევის მოკლე კოდი – 10XX, შემდეგ ეროვნული პრეფიქსი (PN) – „0“ და გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული (მნიშვნელოვანი) ნომერი – (N(S)N), ხოლო საერთაშორისო კავშირის განსახორციელებლად – კონკრეტული ოპერატორის არჩევის კოდი – 10XX, შემდეგ საერთაშორისო პრეფიქსი (PI) – „00“, ქვეყნის კოდი – (CC) და გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომერი – (N(S)N);
ვ.ბ) კონკრეტულ გეოგრაფიულ ზონაში ფიქსირებული ქსელის აბონენტების მიერ 1XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრების აკრეფა ხორციელდება ყოველგვარი პრეფიქსის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფიქსირებული ქსელის აბონენტი და მოკლე ნომრების მფლობელი სამსახურები ნუმერაციის სხვადასხვა გეოგრაფიულ ზონებში იმყოფებიან, ამ შემთხვევაში ნომრის აკრეფა ხორციელდება ამ პუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ან ეროვნული პრეფიქსის – „0“, შემდეგ გეოგრაფიული ზონის კოდი (NDC) და 1 XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრის აკრეფით. ფიქსირებული ქსელის აბონენტების მიერ 1XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრების აკრეფის შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭება საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახებას;
ვ.გ) კონკრეტულ გეოგრაფიულ ზონაში მდებარე 1XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრების (კოდების) მფლობელი სამსახურების გამოძახება ამ ზონაში მყოფი მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელების და უსადენო შეღწევის, მათ შორის, ფიჭური ორგანიზების ტიპის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ფიქსირებული კავშირის მომსახურების უზრუნველყოფის ა თვის აბონენტების მიერ ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი სამსახურის მოკლე ნომრის აკრეფით, რომელთაგან პრიორიტეტი ენიჭება საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახებას;
ვ.დ) 1XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრები (კოდები) გამოიყენება ამ ნუმერაციის რესურსის მფლობელ სამსახურებთან მხოლოდ შემავალი კავშირის დასამყარებლად, გარდა საგანგებო (ექსტრემალური) და კომუნალური მეურნეობის საავარიო სამსახურებისა, რომლებსაც უფლება აქვთ წარმოქმნილი აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელონ სამსახურის გამომძახებელი აბონენტის სატელეფონო ნომერზე უკუკავშირი ან/და გამავალი კავშირი საგანგებო (ექსტრემალურ) სამსახურებთან;
ვ.ე) ფიქსირებული და მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების აბონენტების მიერ საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების ნომრების აკრეფა ხორციელდება ყოველგვარი პრეფიქსის გარეშე;
ზ) კომისია უფლებამოსილია შესაბამისი სტატუსის მატარებელი ახალი სამსახურების ჩამოყალიბების შემთხვევაში ნუმერაცია გასცეს რეზერვიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ოპერატორები, რომლებიც სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებენ აბონენტების მომსახურებას, ვალდებული არიან:
თ.ა) უფასოდ უზრუნველყონ ზარის წამოწყება, დასრულება ან ტრანზიტი, ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინების ინიცირება, გადაცემა ან ტრანზიტი შემდეგ შემთხვევებში:
თ.ა.ა) აბონენტის მიერ საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ტელეფონების 1XX ფორმატის მოკლე ნომრებზე განხორციელებულ ზარებსა და გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე;
თ.ა.ბ) საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ტელეფონების 1XX ფორმატის მოკლე ნომრებიდან ამ სამსახურის გამომძახებელი აბონენტის მიმართულებით უკან განხორციელებულ ზარებსა და გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე;
თ.ა.გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მოთხოვნის შემთხვევაში, მის მიერ მითითებულ შესაბამისი საგანგებო (ექსტრემალური) მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების კონკრეტულ სააბონენტო ნომრებზე განხორციელებულ ზარებზე;
თ.ა.გ1) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მოთხოვნის შემთხვევაში, საინფორმაციო/პრევენციული ხასიათის შეტყობინებების გაგზავნის მიზნით როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, აგრეთვე ცალკეულ მუნიციპალიტეტში არსებულ აქტიურ სააბონენტო ნომერზე;
თ.ბ) უფასოდ გაააქტიურონ საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების 1XX ფორმატის მოკლე ნომრები, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორების არჩევის კოდები, მათი საინფორმაციო-საცნობარო და საავარიო სამსახურების 1XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრები;
თ.გ) უფასოდ გაააქტიურონ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ცხელი ხაზების, კომუნალური მეურნეობის საავარიო სამსახურების, რკინიგზის, აეროპორტებისა და საზღვაო პორტების საინფორმაციო-საცნობარო სამსახურების 1XX (XXX) ფორმატის მოკლე ნომრები იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული მოკლე ნომრები გადამისამართებულია ამ ორგანოებში არსებულ სატელეფონო ნომრებზე.
მუხლი 12. მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების ქსელებისა და სასიგნალო ურთიერთჩართვის წერტილების იდენტიფიცირების კოდები
1. ამ მუხლში მოყვანილი კოდები ტექნოლოგიური დანიშნულების აა და აბონენტების მიერ ნომრის აკრეფაში არ გამოიყენებ ა.
2. მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორების ქსელების იდენტიფიცირების კოდების სტრუქტურა, ფორმატი და პირველადი მინიჭებისათვის ამ ნუმერაციის რესურსების გამოყოფა და მათი სარგებლობა უნდა განხორციელდეს შემდეგი წესების შესაბამისად:
ა) მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის საიდენტიფიკაციო კოდის – (MNC) სტრუქტურა და ფორმატი განსაზღვრულია „ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის“ „ITU“- ის მიერ დამტკიცებული „მობილური მომხმარებლებისა და მათი ტერმინალური მოწყობილობების საერთაშორისო იდენტიფიცირების გეგმის თაობაზე“ – E.212 და „ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის“ („ETSI“) მიერ დამტკიცებული ETS 300 523 რეკომენდაციების შესაბამისად;
ბ) მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის კოდი – (MNC) მობილური აბონენტის საერთაშორისო იდენტიფიკატორის (IMSI) სტრუქტურის შემადგენელი ნაწილია. მობილური აბონენტის საერთაშორისო იდენტიფიკატორის (IMSI) სტრუქტურა და ფორმატი განისაზღვრება შემდეგნაირად:
|
მობილური აბონენტის საერთაშორისო იდენტიფიკატორი (IMSI) |
||
|
ქვეყნის მობილური კოდი |
მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის კოდი |
მობილური აბონენტის იდენტიფიცირების ნომერი |
|
(MCC) |
(MNC) |
(MSIN) |
|
სამი ნიშანი |
ორი ან სამი ნიშანი |
მაქსიმუმი ათი ნიშანი |
|
282 |
A{4} B{5} C{6} |
|
სადაც: საქართველოს მობილური კოდი – „282“ გამოყოფილია „ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის“ „ITU“-ის მიერ;
გ) მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის კოდის (MNC) გამოყოფა და კონკრეტული ოპერატორისათვის ამ კოდით სარგებლობის უფლების მინიჭება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
3. საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდის სტრუქტურა, ფორმატი და პირველადი მინიჭებისათვის ამ ნუმერაციის რესურსების გამოყოფა და მათი სარგებლობა უნდა განხორციელდეს შემდეგი წესების შესაბამისად:
ა) საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდი – (ISPC) შედგება 14 ბინარული თანრიგისაგან და მისი სტრუქტურა და ფორმატი განსაზღვრულია „ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის“ „ITU“-ის მიერ დამტკიცებული „საერთაშორისო სიგნალიზაციის წერტილების კოდების მინიჭების თაობაზე“ Q.708 რეკომენდაციის შესაბამისად, შემდეგნაირად:
|
საერთაშორისო სასიგნალო წერტილის კოდი – (ISPC) |
||||||||||||||
|
14 |
13 |
12 |
11 |
10 |
9 |
8 |
7 |
6 |
5 |
4 |
3 |
2 |
1 |
|
|
N |
M |
L |
K |
J |
I |
H |
G |
F |
E |
D |
C |
B |
A |
|
|
სასიგნალო ქსელების ზონის საერთაშორისო კოდი (SANC) |
სასიგნალო წერტილის იდენტიფიკატორი |
|||||||||||||
|
ერთი ციფრი „0“-დან „7“-მდე |
სამი ციფრი „0“-დან „255“-მდე |
ერთი ციფრი „0“-დან „7“-მდე |
||||||||||||
სადაც: საქართველოს საერთაშორისო სასიგნალო ქსელების ზონალური კოდები (SANC) გამოყოფილია „ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის“ „ITU“-ის მიერ;
ბ) საერთაშორისო სასიგნალო წერტილის იდენტიფიკატორის (ბინარული „CBA“ თანრიგები) გამოყოფა და კონკრეტული ოპერატორისათვის საერთაშორისო სასიგნალო ურთიერთჩართვის წერტილის ამ კოდით სარგებლობის უფლების მინიჭება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
4. ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის სტრუქტურა, ფორმატი და პირველადი მინიჭებისათვის ამ ნუმერაციის რესურსების გამოყოფა და მათი სარგებლობა უნდა განხორციელდეს შემდეგი წესების შესაბამისად:
ა) ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდი – (NSPC) შედგება 14 ბინარული თანრიგისაგან და მისი სტრუქტურა და ფორმატი განსაზღვრულია „ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის“ „ITU“-ის მიერ დამტკიცებული „საერთაშორისო სიგნალიზაციის წერტილების კოდების მინიჭების თაობაზე“ Q.708 რეკომენდაციის შესაბამისად, შემდეგნაირად:
|
ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდი – (NSPC) |
|||||||||||||
|
14 |
13 |
12 |
11 |
10 |
9 |
8 |
7 |
6 |
5 |
4 |
3 |
2 |
1 |
|
N |
M |
L |
K |
J |
I |
H |
G |
F |
E |
D |
C |
B |
A |
|
სასიგნალო ქსელების ზონის კოდი (SANC) |
სასიგნალო წერტილის იდენტიფიკატორი |
||||||||||||
|
A{1}, B{2}, B{3} თანრიგები „0“-დან „255“-მდე |
„0“-დან „63“-მდე |
სადაც: სასიგნალო ქსელების ზონალური კოდი (SANC) გამოიყოფა კომისიის მიერ;
ბ) ეროვნული სასიგნალო წერტილის იდენტიფიკატორის გამოყოფა და კონკრეტული ოპერატორისათვის სასიგნალო ურთიერთჩართვის წერტილის ამ კოდით სარგებლობის უფლების მინიჭება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
1. საკომუნიკაციო ქსელების სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დამისამართების პრეფიქსები გამოიყენება ფიქსირებულ და მობილურ ქსელებში.
2. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დამისამართების პრეფიქსები მობილურ ქსელებში 3‑ციფრიანია, ხოლო ფიქსირებულ ქსელებში განისაზღვრება 4 ციფრით.
3. სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დამისამართების პრეფიქსების მინიჭება ხდება სატელეკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებზე კომისიის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის დადგენილება №194 – ვებგვერდი, 30.05.2012წ.
მუხლი 13. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებიდან გამავალი ან/და ქსელებში შემომავალი ან/და ტრანზიტული გამოძახებების იდენტიფიცირება
1. საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებიდან გამავალი ან/და შემომავალი ან/და ტრანზიტული საერთაშორისო კავშირის განხორციელების დროს გამოძახებების იდენტიფიცირებისათვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გამომძახებელი აბონენტის საერთაშორისო ნომრის გამჭვირვალედ გადაცემა ან/და მიღება ან/და ტრანზიტი.
2. საქართველოს ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებში საქალაქთაშორისო კავშირის განხორციელების დროს გამოძახების იდენტიფიცირებისათვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გამომძახებელი აბონენტის ეროვნული ნომრის გამჭვირვალედ გადაცემა ან/და მიღება.
3. საქართველოს ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებში ადგილობრივი კავშირის განხორციელების დროს გამოძახების იდენტიფიცირებისათვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გამომძახებელი აბონენტის ეროვნული ნომრის გამჭვირვალედ გადაცემა ან/და მიღება.
4. საქართველოს ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებში მობილური კავშირის განხორციელების დროს გამოძახების იდენტიფიცირებისათვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გამომძახებელი აბონენტის ეროვნული ნომრის გამჭვირვალედ გადაცემა ან/და მიღება.
თავი IV
გარდამავალი დებულებები
მუხლი 14. გარდამავალი დებულებები
1. საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლა განხორციელდეს ეტაპობრივად და საჯაროდ, ამ დებულების №4 დანართში მოყვანილი ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა გეგმის შესაბამისად. ორგანიზაციულ -ტექნიკურ ღონისძიებათა განხორციელების დაწყების ვადად განისაზღვროს საქართველოს მთავრობის წინამდებარე დადგენილების ამოქმედების თარიღი.
2. კომისია ახორციელებს შესაბამისი ცვლილებების შეტანას ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების მოქმედ აქტებში/ლიცენზიის პირობებში ამ დებულებით განსაზღვრული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის პირობებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
3. კომისია ნუმერაციის ეროვნული სისტემის შემოღებამდე გაცემული ნუმერაციის რესურსების სანაცვლოდ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ოპერატორებისათვის, საუწყებო ქსელების მფლობელი ორგანიზაციებისა და მომსახურების მიმწოდებელი პირების ათვის უფასოდ გამოყოფს ნუმერაციის ახალ რესურსებს.
4. კომისია უზრუნველყოფს ITU-ის, ევროსაბჭოსა და CEPT-ის შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით ინტელექტუალური ქსელებით, დამატებითი ფასიანი და პერსონალური ნომრებით მომსახურებისათვის ნუმერაციის რესურსების გამოყოფის, გამოყენებისა და სარგებლობის წესების შემოღებას.
5. კომისია დარგობრივი საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით უზრუნველყოფს მოკლეტექსტური/ მულტიმედიური შეტყობინებების ნომრების გაცემისა და გამოყენების წესის შემოღებას.
6. კომისიამ უზრუნველყოს ამ დადგენილების №2 დანართით განსაზღვრული არაგეოგრაფიული ზონის კოდების (NDC) - 200-299 რეზერვიდან მოკლე ნომრის - 2-0-1-5, ნებართვის გარეშე, გადაწყვეტილებით, უსასყიდლოდ, დროებით, 2015 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 20 აგვისტომდე, ა(ა)იპ - ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტისთვის მინიჭება, საინფორმაციო ცენტრის ცხელი ხაზის ფუნქციონირებისთვის. აღნიშნული ნომრის აკრეფა განხორციელდეს დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ბ“ და „ვ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ყოველგვარი პრეფიქსის გარეშე.
დანართი №1
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების გეოგრაფიული ნუმერაციის ზონების კოდები და აბონენტის ნომრების სიგრძე
|
№ |
ქალაქი, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი |
გეოგრაფიული ზონის კოდი (დანიშნულების ეროვნული კოდი – NDC) |
გეოგრაფიულ ზონაში აბონენტის ნომრის (SN) სიგრძე |
|
1 |
2 |
3 |
4 |
|
1 |
თბილისი |
32 (33- რეზერვი) |
XXX XXXX |
|
2 |
რუსთავი |
341 |
XX XXXX |
|
3 |
ახალგორი |
342 |
XX XXXX |
|
4 |
ცხინვალი |
344 |
XX XXXX |
|
5 |
სტეფანწმინდა |
345 |
XX XXXX |
|
6 |
დუშეთი |
346 |
XX XXXX |
|
7 |
ჯავა |
347 |
XX XXXX |
|
8 |
თიანეთი |
348 |
XX XXXX |
|
9 |
ახმეტა |
349 |
XX XXXX |
|
10 |
თელავი |
350 |
XX XXXX |
|
11 |
საგარეჯო |
351 |
XX XXXX |
|
12 |
ყვარელი |
352 |
XX XXXX |
|
13 |
გურჯაანი |
353 |
XX XXXX |
|
14 |
ლაგოდეხი |
354 |
XX XXXX |
|
15 |
სიღნაღი |
355 |
XX XXXX |
|
16 |
დედოფლისწყარო |
356 |
XX XXXX |
|
17 |
მარნეული |
357 |
XX XXXX |
|
18 |
ბოლნისი |
358 |
XX XXXX |
|
19 |
თეთრიწყარო |
359 |
XX XXXX |
|
20 |
დმანისი |
360 |
XX XXXX |
|
21 |
ნინოწმინდა |
361 |
XX XXXX |
|
22 |
ახალქალაქი |
362 |
XX XXXX |
|
23 |
წალკა |
363 |
XX XXXX |
|
24 |
ასპინძა |
364 |
XX XXXX |
|
25 |
ახალციხე |
365 |
XX XXXX |
|
26 |
ადიგენი |
366 |
XX XXXX |
|
27 |
ბორჯომი |
367 |
XX XXXX |
|
28 |
ხაშური |
368 |
XX XXXX |
|
29 |
ქარელი |
369 |
XX XXXX |
|
30 |
გორი |
370 |
XX XXXX |
|
31 |
კასპი |
371 |
XX XXXX |
|
32 |
გარდაბანი |
372 |
XX XXXX |
|
33 |
მცხეთა |
373 |
XX XXXX |
|
34 |
თიღვი |
374 |
XX XXXX |
|
35 |
მესტია |
410 |
XX XXXX |
|
36 |
სამტრედია |
411 |
XX XXXX |
|
37 |
აბაშა |
412 |
XX XXXX |
|
38 |
სენაკი |
413 |
XX XXXX |
|
39 |
ხობი |
414 |
XX XXXX |
|
40 |
ზუგდიდი |
415 |
XX XXXX |
|
41 |
წალენჯიხა |
416 |
XX XXXX |
|
42 |
ჩხოროწყუ |
417 |
XX XXXX |
|
43 |
მარტვილი |
418 |
XX XXXX |
|
44 |
ჩოხატაური |
419 |
XX XXXX |
|
45 |
ბათუმი |
422 |
XX XXXX |
|
46 |
ხულო |
423 |
XX XXXX |
|
47 |
შუახევი |
424 |
XX XXXX |
|
48 |
ქედა |
425 |
XX XXXX |
|
49 |
ქობულეთი |
426 |
XX XXXX |
|
50 |
ხელვაჩაური |
427 |
XX XXXX |
|
51 |
ქუთაისი |
431 |
XX XXXX |
|
52 |
ვანი |
432 |
XX XXXX |
|
53 |
ხარაგაული |
433 |
XX XXXX |
|
54 |
ბაღდათი |
434 |
XX XXXX |
|
55 |
საჩხერე |
435 |
XX XXXX |
|
56 |
წყალტუბო |
436 |
XX XXXX |
|
57 |
ლენტეხი |
437 |
XX XXXX |
|
58
|
ამბროლაური |
439 |
XX XXXX |
|
59 |
სოხუმი |
442 |
XX XXXX |
|
60 |
გაგრა |
443 |
XX XXXX |
|
61 |
გუდაუთა |
444 |
XX XXXX |
|
62 |
ოჩამჩირე |
445 |
XX XXXX |
|
63 |
ტყვარჩელი |
446 |
XX XXXX |
|
64 |
გალი |
447 |
XX XXXX |
|
65 |
გულრიფში |
448 |
XX XXXX |
|
66 |
ცაგერი |
472 |
XX XXXX |
|
67 |
ონი |
473 |
XX XXXX |
|
68 |
ჭიათურა |
479 |
XX XXXX |
|
69 |
თერჯოლა |
491 |
XX XXXX |
|
70 |
ზესტაფონი |
492 |
XX XXXX |
|
71 |
ფოთი |
493 |
XX XXXX |
|
72 |
ლანჩხუთი |
494 |
XX XXXX |
|
73 |
ხონი |
495 |
XX XXXX |
|
74 |
ოზურგეთი |
496 |
XX XXXX |
|
75 |
ტყიბული |
497 |
XX XXXX |
დანართი №2
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონების კოდები, აბონენტის ნომრის სიგრძე და ნუმერაციის რესურსი
|
№ |
არაგეოგრაფიული ზონის კოდები (NDC) |
კოდების რაოდენობა |
აბონენტის ნომრის სიგრძე (SN) |
ნუმერაციის რესურსის დანიშნულება |
|
1 |
200-299 |
100 |
XX XXXX |
რეზერვი |
|
2 |
500-599 |
100 |
XX XXXX |
ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელებით მომსახურების ორგანიზებისა და მოძრავი აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის |
|
3 |
600-699 |
100 |
XX XXXX |
რეზერვი |
|
4 |
700 |
1 |
XX XXXX |
პერსონალური ნომრებით მომსახურებისათვის |
|
5 |
701-705 |
5 |
XX XXXX |
მომსახურების სხვადასხვა სახეობისათვის |
|
6 |
706-707 |
2 |
XX XXXX |
VOIP – ინტერნეტპროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისათვის |
|
7 |
708-729 |
2 2 |
XX XXXX |
მომსახურების სხვადასხვა სახეობისათვის |
|
8 |
730-739 |
10 |
− |
ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სააბონენტო ნომრების პორტაბელურობისათვის |
|
9 |
740 X-759 X |
20 |
− |
ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სააბონენტო ნომრების პორტაბელურობისათვის |
|
10 |
760-779 |
20 |
− |
ფიჭური სისტემის მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სააბონენტო ნომრების პორტაბელურობისათვის |
|
11 |
780-799 |
20 |
XX XXXX |
უსადენო შეღწევის სისტემის ქსელებით, მათ შორის, ფიჭური პრინციპით მომუშავე ქსელებში ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ორგანიზებისა და ამ ქსელებში აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის |
|
12 |
800 |
1 |
XX XXXX |
ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურებისათვის |
|
801 |
1 |
XX XXXX |
ინტელექტუალური ქსელებით განაწილებული ხარჯებით მომსახურებისათვის |
|
|
802-899 |
98 |
XX XXXX |
ინტელექტუალური ქსელებით მომსახურებისათვის |
|
|
13 |
900-909 |
10 |
XX XXXX |
დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის |
|
910-999 |
90 |
XX XXXX |
მომსახურების სხვადასხვა სახეობისათვის |
დანართი №3
1. (პირველი პუნქტი თან ერთვის დანართის სახით).
2. ნუმერაციის ახალი სისტემა ითვალისწინებს საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების შემდეგ უნიფიცირებულ ერთიან სამნიშნა სპეციალურ მოკლე ნომრებს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 111, საგანგებო სიტუაციებში გადაუდებელი დახმარების გამოძახების ერთიანი სამნიშნა ევრონომერი – 112, გაზის საავარიო სამსახურის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 114, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 123, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 125, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 126, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 153 და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთიანი სამნიშნა ნომერი – 199.
3. (ამოღებულია - 16.04.2020, №247).
31. ქვეყანაში არსებული პანდემიის გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის ექიმების ცხელი ხაზის მოკლე ნომერი – 1522, რომელიც ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების ერთიანი სამნიშნა მოკლე ნომრების მიმართ განსაზღვრული რეგულაციებით, ხოლო შემდეგ გააგრძელებს ფუნქციონირებას როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ცხელი ხაზის მოკლე ნომერი.
4. საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავტომატური სატელეფონო კავშირების უზრუნველმყოფი საოპერატორო კომპანიების არჩევის კოდი – 10 XX, სადაც XX საოპერატორო კომპანიების განმსაზღვრელია.
5. ელექტრონული კომუნიკაციებისა და საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიების სპეციალური სამსახურების ნუმერაცია:
|
სამსახურების დასახელება |
მოკლე ნომრები |
|
საავარიო და საინფორმაციო-საცნობარო სამსახური |
110 X XX |
|
საფოსტო კავშირის საოპერატორო კომპანიების საინფორმაციო-საცნობარო სამსახური |
188 XX |
სადაც XX და XXX – საოპერატორო კომპანიების განმსაზღვრელია.
6. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ცხელი ხაზების ნუმერაცია:
|
ორგანოების დასახელება |
მოკლე ნომრები |
|
საქართველოს პარლამენტი |
141 |
|
საქართველოს მთავრობა |
151 |
|
საქართველოს სამინისტროები |
1400-1409, 1500-1509 |
|
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ერთიანი საინფორმაციო სამსახურის ნომერი, რომელიც დროებით გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ს“, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოწვეულ მოქალაქეთა პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის ამოქმედებისთვის |
144 |
|
აფხაზეთის (დროებით ქ. თბილისში) ა/რ-ის უმაღლესი საბჭო |
1421 |
|
აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭო |
1422 |
|
აჭარისა და აფხაზეთის (დროებით ქ. თბილისში) ა/რ-ების მთავრობები |
143 |
|
აჭარისა და აფხაზეთის (დროებით ქ. თბილისში) ა/რ-ების სამინისტროები |
1450-1459 |
|
სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები |
146 |
|
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო |
1471 |
|
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო |
1472 |
|
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – იუსტიციის სახლი |
1474 |
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის ექიმების ცხელი ხაზი |
1522 |
|
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური |
1551 |
|
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახური |
1555; (1552-1554, 1556-1559 გაფორმების ეკონომიკური ზონები) |
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო |
1420 |
|
სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდი |
1480 |
|
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი |
1481 |
|
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტი |
1482 |
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო |
1483 |
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი |
1499 |
|
სსიპ – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო |
1520 |
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – აწარმოე საქართველოში |
1525 |
|
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო |
1545 |
|
სსიპ − ანტიკორუფციული ბიურო |
1570 |
|
სსიპ − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური |
1571 |
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახური |
1575 |
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცხელი ხაზი |
1272 |
|
სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო |
1484 |
|
სსიპ − იურიდიული დახმარების სამსახური |
1485 |
|
საქართველოს მთავრობის რეზერვი |
1423-1429, 1486-1489, 1490-1498, 1521, 1523-1524, 1526-1529, 1540-1544, 1546-1549, 156, 1572-1574, 1576-1579, 158-159. |
7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ცხელი ხაზების ნუმერაცია:
|
ორგანოების დასახელება
|
მოკლე ნომრები |
|
ქ. თბილისის და თვითმმართველი ქალაქების მერიები |
1300 |
|
ქ. თბილისის და თვითმმართველი ქალაქების საკრებულოები |
1301 |
|
ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობა |
1302 |
|
ქ. თბილისის ვაკე- საბურთალოს რაიონის გამგეობა |
1303 |
|
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობა |
1304 |
|
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა |
1305 |
|
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა |
1306 |
|
ქ. თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობა |
1307 |
|
მუნიციპალიტეტების გამგეობების ცხელი ხაზი |
1308 |
|
მუნიციპალიტეტების საკრებულოების ცხელი ხაზი |
1309 |
8. კომუნალური მეურნეობის საავარიო სამსახურები ს ნუმერაცია:
|
სამსახურების დასახელება |
მოკლე ნომრები |
|
ელექტრომომარაგება |
1151 |
|
წყალმომარაგება |
1152 |
|
სანიაღვრე მეურნეობა |
1153 |
|
რეზერვი |
1154-1159 |
9. ტრანსპორტის მოძრაობის საინფორმაციო-საცნობარო და ტრანსპორტით მომსახურების განმახორციელებელი სამსახურები ს ნუმერაცია:
|
სამსახურების დასახელება |
მოკლე ნომრები |
|
რკინიგზის სადგურები |
1331 |
|
საზღვაო პორტები |
1332 |
|
აეროპორტები |
1333 |
|
საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავტოსადგურები |
1334 X |
|
მუნიციპალური ტრანსპორტი |
1335 |
|
საავტომობილო ტრანსპორტის მოძრავი ტექნიკური დახმარება |
131 XX |
|
ტაქსის გამოძახება |
132 XX |
|
რეზერვი |
1336-1339 |
10 . საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურების ნუმერაცია – 116 XXX (ევრონომერი) .
11. გაერთიანებული საინფორმაციო საცნობარო სამსახური – 118 XX (ევრონომერი) .
12. არაგეოგრაფიული მოკლე ნომრები არაავტორიზებადი საქმიანობის განსახორციელებლად – 16 XXX.
13. არაგეოგრაფიული მოკლე ნომრები ავტორიზებადი საქმიანობის განსახორციელებლად – 17 XXX.
14. მოკლეტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრები – 9 XXXX.
15. №3 დანართში კონკრეტული ნომრები გამოყოფილია კონკრეტული სამსახურებისათვის, ხოლო ნუმერაციის რესურსი, რომელიც გრძელდება X-ით, გაიცემა კომისიის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №4
საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითად ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიება თა გეგმა
|
№ |
ღონისძიებათა დასახელება |
პასუხისმგებელი შემსრულებლები |
ღონისძიებათა შესრულების ვადა |
შენიშვნა |
|
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
|
1 |
ნუმერაციის ეროვნული სისტემის დანერგვის სამუშაოების კოორდინაციის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სამინისტროს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, სხვა დაინტერესებული სამინისტროების, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების უფლებამოსილი წარმომადგენლების და დარგის წამყვანი ექსპერტებისაგან კომისიის შექმნა |
სამინისტრო, კომისია |
2010 წლის ნოემბერი – დეკემბერი |
|
|
2 |
საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის შესახებ დებულების განხორციელების უზრუნველმყოფი ნორმატიული აქტების მიღება, ლიცენზიებსა და კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში შესაბამისი ცვლილებების (მოდიფიცირება) შეტანა |
კომისია |
2010 წლის ნოემბერი – 2011 წლის თებერვალი |
|
|
3 |
გეოგრაფიული ნუმერაციის ზონის კოდების შეცვლა: |
კომისია, კომპანიები |
2011 წლის აპრილი |
გარდამავალ ეტაპზე, საკონტროლო თარიღამდე უზრუნველყოფილ ი უნდა იქნეს ძველი და ახალი კოდების მოქმედება |
|
ა) კომისიის მიერ ახალი კოდების ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და გამოქვეყნება; |
კომისია |
|||
|
ბ) სამუშაოების განხორციელებამდე სამი თვით ადრე, დადგენილი ფორმით საზღვარგარეთის აღიარებული ოპერატორების ინფორმირება; |
კომპანიები, კომისია |
|||
|
გ) გეოგრაფიული ნუმერაციის კოდების შეცვლის სამუშაოების განხორციელება; |
კომპანიები, კომისია |
|||
|
დ) კოდების შეცვლის სამუშაოების დაწყებამდე სამი თვით ადრე და სამუშაოების დასრულების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში კოდების ცვლილებების შესახებ მომხმარებელთა სისტემატური ინფორმირება მასმედიის (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია, ინტერნეტი და სხვ.) საშუალებით |
კ ომპანიები |
|||
|
4
|
არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონის კოდების შეცვლა: |
კომპანიები, კომისია |
2011 წლის აპრილი - ივნისი
|
|
|
ა) სამუშაოების განხორციელებამდე სამი თვით ადრე, დადგენილი ფორმით საზღვარგარეთის აღიარებული ოპერატორების ინფორმირება; |
კომპანიები, კომისია |
|||
|
ბ) არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონის კოდების შეცვლის სამუშაოების განხორციელება და სისტემის ტესტირება; |
კომპანიები, კომისია |
ივნისის მეორე ნახევარი |
|
|
|
გ) კოდების შეცვლის სამუშაოების დაწყებამდე სამი თვით ადრე და სამუშაოების დასრულების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში კოდების ცვლილებების შესახებ მომხმარებელთა სისტემატური ინფორმირება მასმედიის (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია, ინტერნეტი და სხვ.) საშუალებით |
კომპანიები
|
|||
|
5
|
ფიქსირებული ქსელების ადგილობრივი სატელეფონო სადგურების შვიდნიშნა (ქ. თბილისი) და ექვსნიშნა ნუმერაციაზე გადაყვანა. ქ. რუსთავში ციფრი „1“-ით დაწყებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელების სააბონენტო ნომრების შეცვლა: |
კომპანიები, კომისია
|
2011 წლის აპრილი-ივნისი
|
|
|
ა) სამუშაოების განხორციელებამდე სამი თვით ადრე, დადგენილი ფორმით საზღვარგარეთის აღიარებული ოპერატორების ინფორმირება; |
კომპანიები, კომისია
|
|||
|
ბ) ახალ ნუმერაციაზე გადასვლის სამუშაოების განხორციელება და სისტემის ტესტირება; |
კომპანიები, კომისია |
ივნისის პირველი ნახევარი |
|
|
|
გ) სამუშაოების დაწყებამდე სამი თვით ადრე და სამუშაოების დასრულების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში სააბონენტო ნომრების ცვლილებების შესახებ მომხმარებელთა სისტემატური ინფორმირება მასმედიის (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია, ინტერნეტი და სხვ.) საშუალებით |
კომპანიები |
|||
|
6
|
ნუმერაციის 0X(X) ფორმატის ახალ IXX(XXX) ფორმატზე გადაყვანა. ფიქსირებულ და მობილურ ქსელებში 1XX(XXX) ფორმატის ნომრების შემოღება: |
კომპანიები, კომისია |
2011 წლის ოქტომბერი |
გარდამავალ ეტაპზე, საკონტროლო თარიღამდე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ძველი და ახალი ნომრების მოქმედება |
|
ა) სამუშაოების განხორციელება და ტესტირება; |
კომპანიები, კომისია |
|||
|
ბ) სამუშაოების დაწყებამდე სამი თვით ადრე და სამუშაოების დასრულების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში სააბონენტო ნომრების ცვლილებების შესახებ მომხმარებელთა სისტემატური ინფორმირება მასმედიის (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია, ინტერნეტი და სხვ.) საშუალებით |
კომპანიები |
|||
|
7 |
ოპერატორის არჩევის კოდების 10XX და ეროვნული პრეფიქსის – „0“-ის და საერთაშორისო პრეფიქსის –„00“-ის ამოქმედება |
კომპანიები, კომისია
|
2011 წლის ნოემბერი |
|
|
8 |
ნუმერაციის ეროვნული სისტემის საერთო ტესტირება და ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის სამუშაოების დასრულება |
კომპანიები, კომისია |
2011 წლის დეკემბერი |
|
|
9 |
საგანგებო სიტუაციებში გადაუდებელი დახმარების გამოძახების ერთიანი სამნიშნა ევრონომერი – 112‑ის ფუნქციონირების ორგანიზება |
სამინისტრო, კომუნიკაციების ეროვნული კომისია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ – 112, საოპერატორო კომპანიები |
2012 წლის ივნისი |
გარდამავალ ეტაპზე ერთიანი საგანგებო ნომრის –112‑ის ამოქმედებიდან ორი თვის განმავლობაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ახალი საგანგებო ნომრის – 112 -ის და ძველი საგანგებო ნომრების (111, 113, 122) თანამოქმედება |
|
ა) ერთიან საგანგებო ნომერზე – 112‑ზე ეტაპობრივი გადასვლა; |
||||
|
ბ) ერთიანი საგანგებო ნომრის – 112 ‑ის სისტემის ტესტირება; |
||||
|
გ) ერთიანი საგანგებო ნომრის – 112‑ის ამოქმედების სამუშაოების დასრულება; |
||||
|
დ) სამუშაოთა დასრულების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში ერთიანი საგანგებო ნომრის – 112‑ის ამოქმედების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება მასმედიის (ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი) საშუალებებით |
სსიპ – 112 |