საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №624
1997 წლის 6 ნოემბერი
ქ. თბილისი
ე. კავკასიძის და რ. ჭიჭინაძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართულ ჟურნალისტიკაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისათვის საქველმოქმედო საზოგადოება „თბილისელის“ პრეზიდიუმის წევრები, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტები ელგუჯა კავკასიძე და რევაზ ჭიჭინაძე დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე