"ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებული შენობა–ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე" ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 04 ნოემბრის N44 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
46
მიმღები ორგანო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-11-22
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-25
სარეგისტრაციო კოდი
330010040.35.117.016026
"ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებული შენობა–ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე" ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 04 ნოემბრის N44 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №46

2010 წლის 22 ნოემბერი

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად:

    მუხლი 1

 შეტანილ იქნეს ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №44 დადგენილებაში და დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურით დასაშვებია ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე.“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  კ. ფარჯანაძე

კრებსითი — სრული ვერსია