ვ. თოდრიასათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
731
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1997-12-10
გამოქვეყნების თარიღი
1997-12-15
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.000.
ვ. თოდრიასათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №731

1997 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

ვ. თოდრიასათვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობისაგან მიღებული კრედიტით წარმოქმნილი საქართველოს დავალიანების საკითხის განხილვისათვის მოლაპარაკების გამართვისა და შესაბამისი შეთანხმებების დადების მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ვლადიმერ თოდრიას მიენიჭოს უფლებამოსილება, რათა მან საქართველოს სახელით აწარმოოს მოლაპარაკება და ხელი მოაწეროს ამ საკითხებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია