„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
79
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2004-09-10
გამოქვეყნების თარიღი
2004-09-10
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.10.003.000.078
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №79

2004 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტი გადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (თ. ლებანიძე) ერთ თვეში უზრუნველყოს აღნიშნული ცვლილების სამინისტროს დებულებაში ასახვა.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია

 

კრებსითი — სრული ვერსია