საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №609
1997 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ბ. ბიწაძის, ი. გეგეჭკორის და გ. შერვაშიძის III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოების შესახებ
საქართველოს სამხედრო მოსამსახურეთა მაღალი საბრძოლო და სამობილიზაციო მომზადების უზრუნველყოფისა და ფართო მასშტაბიან სწავლებებში მიღწეული წარმატებებისათვის დაჯილდოვდნენ III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით:
ბადრი ბიწაძე – იუსტიციის პოლკოვნიკი, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, მთავარი სამხედრო პროკურორი
იური გეგეჭკორი – პოლკოვნიკი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი
გიორგი შერვაშიძე – გენერალ-მაიორი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდალი.
ე. შევარდნაძე