საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემის მუშაკთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
599
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1997-10-24
გამოქვეყნების თარიღი
1997-10-24
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.05.002.000.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემის მუშაკთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №599

1997 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემის მუშაკთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ

საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემის მუშაკები დაჯილდოვდნენ საქართველოს ორდენებითა და მედლებით:

ღირსების ორდენით

გურამ კუპატაძე – თერჯოლის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს უფროსი

რევაზ ნარმანია – სააქციო საზოგადოება „მარტინ ბაუერ კოლხას“ გენერალური დირექტორი

გონერ სალია – წალენჯიხის რაიონის სააქციო საზოგადოება „მარტინ ბაუერ კოლხეთის“ დირექტორი.

ღირსების მედლით

ნიკოლოზ კვაღინიძე – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბოსტნეული კულტურების წარმოების“ ხელმძღვანელი

გოჩა ლათიბაშვილი – დედოფლისწყაროს რაიონის კოოპერატივ „ხორნაბუჯის“ დირექტორი

ნოდარ ჩხარტიშვილი – საქართველოს მებაღეობის, მევენახეობის, მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს დამსახურებული აგრონომი.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია