საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №593
1997 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოების შესახებ (სიკვდილის შემდეგ)
საქართველოს სამხედრო ძალების სამეთაურო-საშტაბო სწავლება „აბჯარი-97“-ის დროს საბრძოლო დავალების შესრულებისას გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოვდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები:
გოდერძი დოლიძე – რიგითი, მეორე მოტომსროლელი ბრიგადის მერვე მოტომსროლელი ბატალიონის პირველი ასეულის მეორე ოცეულის სნაიპერი (სიკვდილის შემდეგ)
გიორგი პირმისაშვილი – რიგითი, მეორე მოტომსროლელი ბრიგადის მერვე მოტომსროლელი ბატალიონის პირველი ასეულის პირველი ოცეულის ყუმბარმტყორცნელი (სიკვდილის შემდეგ).
ე. შევარდნაძე