საჯარო სამართლის იურიდიული პირის-აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
46
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2010-11-16
გამოქვეყნების თარიღი
2025-05-16
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.057.016003
საჯარო სამართლის იურიდიული პირის-აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №46

2010 წლის 16 ნოე მბერი

ქ. ბათუმი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-3 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხ­ლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო .

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანდართული დებულება.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თანდართული დებულების შესაბამისად განახორ­ციე­ლოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 16 მაისის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 20.05.2025წ.

 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლე , სამინისტროს მიერ კულტურული მემკვი ­დ ­რეობის ძეგლებზე სამუშაოების ნებართვებთან დაკავშირებით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის ნაწილში.

 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. ბოლქვაძე) უზრუნველყოს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუ­ბ­ლი­კუ­რი ბიუჯეტის შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფუნ­ქ­ციონირებისათვის საჭირო ფინანსური სახსრების გათვალისწინება და შემდგომში მიზნობრივი დაფინანსება.

6 . დადგენილება, გარდა ამ დადგენილების მე- 5 და მე -6 პუნქტ ებ ისა, ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

7 . დადგენილების მე- 5 და მე -6 პუნქტ ებ ი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მთავრობის თავმჯდომარე       ლ. ვარშალომიძე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამი­ნის­ტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში.

2. სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკ­რუ­ლებებისა და შეთანხმებების, ,, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში სააგენტო ანგარი­შ­ვა­ლდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა (შემდგომში – მთავრობა) და სამინისტროს წინაშე. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსა­ხორ­ცი­ელებლად სააგენტოს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა.

4. სააგენტო კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს, კისრულობს მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუ­თა­რი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირებთან ურთიერთობაში.

5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბეჭედი, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა №4.

აჭარის ავტონოიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 28 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 05.03.2012წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 16 მაისის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 20.05.2025წ.

    მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ამოცანები

სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებს იმ ღონისძიებათა სისტემის ჩამოყალიბებას , რომელიც უზრუ ­ნ ­ველ ­ყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის დაცვას , შესწავლას , მოვლა -პატრონობას , რესტავრაციასა და პრევენციულ კონსერვაციას ;

ბ ) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერი ­ტო ­რი ­აზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე (გარდა არქეოლოგიური , საკულტო და საფორტიფიკაციო დანიშნულების ობიექტებისა ) სამუშაოების ნებართვების გაცემას ;

გ ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ;

დ ) აწარმოებს უწყებრივ სანებართვო რეესტრს ;

ე ) უზრუნველყოფს გაცემული ნებართვის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების შუალედური და საბოლოო ანგარიშებისა და სამუშაოთა მიღებას ;

ვ ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ;

ზ ) უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო სამუ შაოების რეგულირებას , კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სამართალ დარ ­ღვე ვა ­თა აღკვეთისა (რამაც შეიძლება დააზიანოს ან გაანადგუროს ან ამგვარი საფრთხე შეუქ ­მ ­ნას კულტურულ მემკვიდრეობას ) და გამოვლენილ სამართალდარღვევებზე რეაგირების მიზნით თანამშრომლობს შესაბამის სამსახურებთან ;

თ ) ახორციელებს სამუზეუმო ფონდებისა და ექსპონატების აღრიცხვიანობისა და პასპორტიზაციის ხელშეწყობას , მათ შესახებ ელექტრონული ინფორმაციის შეგროვებას და პოპულარიზაციას;

ი) უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისა და სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობას;

კ) ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების ანალიზსა და დანერგვას;

ლ) საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისა და გრანტების მოძიების მიზ­ნით უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

მ) მონაწილეობს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში პერსონალის მომზადებასა და გადამზადებაში;

ნ) შეიმუშავებს და ახორციელებს ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის ღონისძიებებს;

ო) უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შეგროვებას;

პ) უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების ფიქსაციას და ინვენტარიზაციას (მოძრავი და უძრავი ძეგ­ლე­ბის პასპორტების შედგენა); მონაწილეობს სახელმწიფო და კერძო კოლექციების აღრი­ცხ­ვა­სა და შესწავლაში;

ჟ) ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის და შემეცნების მიზნით უზრუნველყოფს კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურის­ტუ­ლი პროგრამების მომზადებას და განხორციელებას ;

რ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამუზეუმო საქმიანობის განვითარების მიზ­ნით შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს; მათი განხორციელების მიზნით უზ­რუნ­ველყოფს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

რ1) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახორციელებს ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;

ს) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

აჭარის ავტონოიური რესპუბლიკის მთავრობის 201 2 წლის 28 თებერვლის დადგენილება № 9 - ვებგვერდი, 0 5 .0 3 .201 2 წ.

    მუხლი 3. სააგენტოს უფლებამოსილება და საქმიანობის საგანი

1. სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია თავისი კომ­პე­ტე­ნციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის , შესწავლის , მოვლა -პატრონობის , რესტავრაციისა და პრევენციულ კონსერვაციის ღონისძიებათა სისტემის ჩამოყალიბება ;

ბ ) გასცეს ა ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე (გარდა არქეოლოგიური , საკულტო და საფორტიფიკაციო დანიშნულების ობიექტებისა ) სამუშაოების ნებართვები ;

გ ) კ ანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი ;

დ ) აწარმოოს უწყებრივ ი სანებართვო რეესტრი ;

ე ) მიიღოს გაცემული ნებართვის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების შუალედური და საბოლოო ანგარიშები და სამუშაოები ;

ვ ) მონაწილეობა მიიღოს მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებულ ადმინის ­ტრა ­ციულ წარმოებაში ;

ზ ) განახორციელოს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო სამუშაოების რეგულირება , კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სამართალ დარ ღვე ვა ­თა აღკვეთისა (რამაც შეიძლება დააზიანოს ან გაანადგუროს ან ამგვარი საფრთხე შეუქმნას კულტურულ მემკვიდრეობას ) და გამოვლენილ სამართალდარღვევებზე რეა ­გი რე ­ბის მიზნით ი თანამშრომლოს შესაბამის სამსახურებთან ;

თ ) განახორციელოს სამუზეუმო ფონდებისა და ექსპონატების აღრიცხვიანობისა და პასპორტიზაციის ხელშეწყობა, მათ შესახებ ელექტრონული ინფორმაციის შეგროვება და პოპულარიზაცია;

ი ) დაამზადოს ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლებისა და კულტურული მემ­კვი­დრეობის ობიექტების ნახაზები, ფოტოები და სხვა ვიზუალური მასალა, მოახდინოს ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დიგიტალიზაცია, დაკომპლექტება და არქივირება; შექმნას შესაბამისი არქივები, საინფორმაციო ბანკები, განახორციელოს მოპოვებული (შექმნილი) ინფორ­მა­ციის მოვლა-პატრონობა და გავრცელება;

კ ) მოპოვებული (შექმნილი) მასალების გამოყენებით მოამზადოს და მოაწყოს ფოტო და სხვა გამოფენები საქართველოში და საზღვარგარეთ, გამოსცეს ბარათები, ბუკლეტები, გზამკვლევები, ალბომები ქართულ და უცხო ენებზე;

ლ ) შეისწავლოს სხვა ქვეყნების გამოცდილება სახელოვნებათმცოდნეო და ადგი ­ლო ­ბრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის სფეროებში, ხელი შეუწყოს ტექ­ნი­კური სიახლეების გამოყენებას;

მ ) ხელი შეუწყოს კადრების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას სახელო­ვნე­ბათმცოდნეო და ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში;

ნ ) როგორც სახელმწიფოს დაკვეთით, ასევე საკუთარი ინიციატივით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდ­ რე­ ო­ ბის ძეგლებზე შეა დგინოს სარეაბილიტაციო პროექტები და უზრუნველყოს შესა­ბა­მისი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. ასევე საკუთარი ინიციატივით ძეგლებზე აწარმოოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები;

ო ) ითანამშრომლოს საქართველოს და საზღვარგარეთის შესაბამის სამთავრობო, სამეცნიერო, სასწავლო და სხვა დაწესებულებებთან;

პ ) ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით მოაწყოს საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები, სესიები, სიმპოზიუმები, სემინარები, კონსულტაციები;

ჟ ) ხელშეკრულების საფუძველზე მოამზადოს და გადასცეს მის მიერ შექმნილი და არქივში დაცულ ძეგლებთან და ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვი­დ­რე­ობის ობიექტებთან დაკავშირებული შესაბამისი ვიზუალური თუ სხვა სახის სამეც­ნიერო მასალები (მათ შორის, ძეგლზე სამუშაოებისა და კულტურული მემკვიდრეობის ზონებში მშენებლობის ნებართვის მისაღებად კანონმდებლობით გათვალისწინებული სამეცნიერო და სარეკომენდაციო მასალები);

რ ) დაამყაროს საქმიანი კონტაქტები და ითანამშრომლოს საზღვარგარეთის წამყვან სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრებთან და ძეგლთა დაცვის სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ს ) ხელი შეუწყოს ორგანიზებულ ტურიზმს; კერძოდ, მოამზადოს და განახორციელოს კულტურულ-შემეცნებითი პროგრამები.

ტ ) მონაწილეობა მიიღოს მუზეუმების ექსპოზიციების განახლებასა და რენოვაციაში და მოამზადოს შესაბამისი პროექტები, წინადადებები და რეკომენდაციები;

უ ) ორგანიზება გაუწიოს ადგილობრივი მნიშვნელობის არამატერიალური და მატე­რია­ლური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების ფიქსაციასა და ინვენტარიზაციას (მოძრავი და უძრავი ძეგლების სააღრიცხვო ბარათებისა და პას­პორ­ტე­ბის შედგენა), მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო და კერძო კოლექციების აღრიცხვასა და შესწავლაში;

ფ) სააგენტოს უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერი­ ტო­ რი­ ა­ ზე განახორციელოს სამუზეუმო საქმიანობა. სამუზეუმო საქმიანობის განვითარების მიზნით შეიმუშაოს წინადადებები, პროექტები და მათი განხორციელების მიზნით უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ქ) საქმიანობის მიზნებისა და ფუნქციების გათვალისწინებით განახორციელოს კანონ­მდე­ბლობით დადგენილი და ნებადართული სხვა საქმიანობა;

ღ) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები ;

ყ) ხელმძღვანელობა და კოორდინაცია გაუწიოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არქეოლოგიურ გათხრებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

შ) კულტურული ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობა ;

ჩ ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახორციელებს საქართ ­ვე ლოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 101 ქვეპუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს .

2. სააგენტო უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დამხმარე ხასიათის ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე.

აჭარის ავტონოიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 03.08.2011წ.

აჭარის ავტონოიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 28 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 05.03.2012წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 31.07.2012წ. 

    მუხლი 4. სააგენტოს მართვა

1. სააგენტოს მართვა ხორციელდება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად.

2. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც არაუმეტეს მთავრო­ბის უფლებამოსილების ვადით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილების შესრულება მინისტრის წარდგინების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება დაეკისროს მინისტრის პირველ მოადგილეს/მოადგილეს. დირექტორს თანამდებო­ბიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საკუთარი ინიციატივით ან მინისტრის წარდგინებით.

3. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე. მოადგილეებს შორის ფუნქციები ნაწილდება დირექტორის ბრძანებით. სააგენტოს დირექტორის არყოფნის, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, ან შეწყვეტის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას დროებით ასრულებს დირექტორის მიერ წინასწარ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.
4. დირექტორის მოადგილეს არაუმეტეს სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილების ვადით, სააგენტოს დირექტორის წარდგინებით ან/და საკუთარი ინიციატივით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მოადგილეები თავიანთ მოვალეობას ასრულებენ ახალი ხელმძღვანელი პირის დანიშვნამდე. მინისტრი უფლებამოსილია, ამ ვადაში საკუთარი ინიციატივით თანამდებობიდან გაათავისუფლოს მოადგილე/მოადგილეები.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №35 - ვებგვერდი, 21.12.2012წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 23 თებერვლის დადგენილება №9– ვებგვერდი, 29.02.2016წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №25 – ვებგვერდი, 04.01.2019წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 24.11.2021წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 30.12.2021წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 16 მაისის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 20.05.2025წ.

    მუხლი 5. დირექტორის უფლებამოსილება

დირექტორი:

ა) კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგ­ლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს სააგენტოს საქმიანობას, მოქმედებს სააგე­ნ­ტოს სახელით და სპეციალური მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ბ) პერსონალურად პასუხისმგებელია ამ დებულებისა და სააგენტოს საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტად და დროულად შესრულებაზე, აგრეთვე სააგენტოს ქონების, მათ შორის , ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე;

გ) თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ (ადმინისტრაციულ) აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალ­დე­ბულოა სააგენტოს ყველა თანამშრომლისათვის, ხელს აწერს სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს (დებს ხელშეკრულებებს) და თანამდებობიდან ათავი­სუ­ფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;

ე) ანაწილებს ფუნქციებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სამსა­ხუ­რე­ბრივ ზედამხედველობას სააგენტოს თანამშრომლების საქმიანობაზე, ატარებს თათ­ბირებს თანამშრომლებთან, პერიოდულად ისმენს მათი მუშაობის შედეგებს, სააგენტოს სახელით სამოქმედოდ გასცემს მინდობილობას სააგენტოს თანამშრომლებსა და სხვა პირებზე;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია სააგენტოს თანამ­შრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;

ზ) უფლებამოსილია სააგენტოს სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში, დადოს შრომითი და სხვა ხელშეკრულებები (შეთანხმებები) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან , მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

თ) სამინისტროს წინასწარი თანხმობით განსაზღვრავს და ადმინისტრაციული აქტით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს , ხელფასის ფონდს და ხარჯთა ნუსხას, ადგენს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს ბალანსს;

ი) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს და სააგენტოს თანამშრომელთა შვებულებაში გასვლის განრიგს, უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სააგენტოს თანამშ­რო­მელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;

კ)  ვალდებულია კვარტალში ერთხელ, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამი­ნისტ­როს წარუდგინოს  ანგარიში სააგენტოს  საქმიანობის  თაობაზე;

ლ) სამინისტროსა და მთავრობას წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ;

ლ1 ) კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტ ­რა ­ცი ­ულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 101 ქვეპუნქტით განსაზღვრულ ი უფ ლე ბამოსილებ ებ ის განმახორციელებელ პირებს ;

მ) ასრულებს კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად მთავრობის ან/და სამინისტროს მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 31.07.2012წ. 

    მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებანი

1. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული განყოფილება;

ბ) დაგეგმარებისა და ნებართვების განყოფილება;

გ) მონიტორინგისა და ზედამხედველობის განყოფილება;

დ) არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსებისა და არქეოლოგიის განყო­ფი­ლება, რომელიც მოიცავს შოთა მამულაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ფიჭვნარის არქეოლოგიურ სამეცნიერო ბაზას;

ე) სამეურნეო და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საგანმანათლებლო განყოფილება.

2. ადმინისტრაციული განყოფილების უფლებამოსილებებია:

ა) სააგენტოს უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური,

ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის ხელშეწყობა;

ბ)   სააგენტოს დირექტორთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;

გ)   მოქალაქეთა წერილობითი კორესპონდენციების მიღების ორგანიზება;

დ) (ამოღებულია - 30.05.2024, №3);

ე)  (ამოღებულია - 30.05.2024, №3);

ვ) საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხების ორგანიზება;

ზ) სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება, მათი გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;

თ) (ამოღებულია - 29.12.2020, №15);

ი) (ამოღებულია - 29.12.2020, №15);

კ) სააგენტოს უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ორგანიზება;

ლ) ადმინისტრაციული განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

მ) ადმინისტრაციული განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ნ) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ფინანსური ანგარიშგება, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ო)   თანამშრომელთა ხელფასების დროულად დარიცხვის უზრუნველყოფა, სახელფასო უწყისების შედგენა, ხარჯთა ნუსხის შესრულების პროცესში საწარმოებთან, ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული წარმოება;

პ) ფულადი სახსრების ანგარიშსწორებებისა და მატერიალურ ფასეულობათა შეფასების, ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრასა და აღრიცხვაში მონაწილეობა;

ჟ) ბუღალტრული ანგარიშგების შედგენისა და დაწესებულ ვადაში წარდგენის უზრუნველყოფა;

რ) (ამოღებულია - 30.05.2024, №3);

ს) ხელმძღვანელის მითითების საფუძველზე წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

3. დაგეგმარებისა და ნებართვების განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა არქეოლოგიური, საკულტო და საფორტიფიკაციო დანიშნულების ობიექტებისა) სამუშაოების ნებართვების სააგენტოს მიერ გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ორგანიზებას, საკითხების მომზადებას და ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;

ბ) აწარმოებს უწყებრივ სანებართვო რეესტრს;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში;

დ) ახორციელებს განყოფილების უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ე) ახორციელებს სააგენტოს მიერ შეძენილი ძეგლების კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის ანალიზს;

ვ) ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების ანალიზსა და დანერგვას;

ზ) მონაწილეობს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში პერსონალის მომზადებასა და გადამზადებაში;

თ) (ამოღებულია - 30.05.2024, №3);

ი) ამზადებს ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ნახაზებს, ფოტოებს და სხვა ვიზუალურ მასალას, ახდენს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დიგიტალიზაციას, დაკომპლექტებას და არქივირებას. ახორციელებს მოპოვებული (შექმნილი) ინფორმაციის მოვლა-პატრონობას და გავრცელებას;

კ) ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კვლევისა და რეაბილიტაციის საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტული რეკომენდაციებისა და პროექტების შემუშავებას;

ლ) ამზადებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო პროექტს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენს მის განხორციელებას;

მ) ახდენს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისა და გრანტების მოძიების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფას;

ნ) ახორციელებს ხელმძღვანელის მითითების საფუძველზე წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. მონიტორინგისა და ზედამხედველობის განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს;

ბ) უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების შუალედური და საბოლოო ანგარიშებისა და სამუშაოთა მიღებას;

გ) ახდენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების შემოწმებას, სამართალდარღვევათა ფაქტების გამოვლენასა და შესაბამის რეაგირებას;

დ) ახორციელებს სააგენტოს მიერ დაფინანსებული სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმებას;

ე) უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებულ სამშენებლო სამუშაოებზე ინფორმაციის მოპოვებას და შესაბამის რეაგირებას;

ვ) ახორციელებს ხელმძღვანელის მითითების საფუძველზე წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების და არქეოლოგიის განყოფილება, რომელიც მოიცავს შოთა მამულაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს და ფიჭვნარის არქეოლოგიურ სამეცნიერო ბაზას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) სააგენტოს შემადგენლობაში არსებულ არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსებში ახორციელებს სამუზეუმო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას;

ბ) ეწევა თავის სამოქმედო არეალში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლებისა და ობიექტების დაცვას, მოვლა-პატრონობას, სამუზეუმო ექსპონატების აღრიცხვას, პოპულარიზაციასა და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. განსაზღვრავს მათ ისტორიულ, მეცნიერულ და მხატვრულ ღირებულებებს, აწარმოებს მოძიებული მასალის დამუშავებას;

გ) აკომპლექტებს, უვლის, იცავს, მეცნიერულად შეისწავლის და პოპულარიზაციას უწევს  კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს და აცნობს მათ ფართო საზოგადოებას;

დ) აწარმოებს ფონდების მეცნიერულ აღრიცხვას და დოკუმენტირებას არსებული ინსტრუქციების შესაბამისად;

ე) ორგანიზაციას უწევს საფონდო ერთეულთა დაცვისა და შენახვის ოპტიმალური პირობების შექმნას;

ვ) შეიმუშავებს არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების განვითარების კონცეფციას და თემატურ  საექსპოზიციო გეგმას;

ზ) არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების საქმიანობის განვითარების მიზნით შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს, მათ განსახორციელებლად უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

თ) მონაწილეობს არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსებში ექსპოზიციების განახლებასა და რენოვაციაში და ამზადებს შესაბამის პროექტებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს;

ი) თანამშრომლობს სამუზეუმო სფეროს სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, შემოქმედებით კოლექტივებსა და ცალკეულ სპეციალისტებთან, შეიმუშავებს კულტურულ პროგრამებს თავისი საქმიანობის სფეროში, განავითარებს კავშირებს უცხოეთის სამუზეუმო და საზოგადოებრივ სამეცნიერო ცენტრებთან;

კ) ატარებს არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების ვიზიტორების შესახებ მონაცემთა კვლევას;

ლ) გეგმავს და ახორციელებს არქეოლოგიურ სამუშაოებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე;

მ) კრებს ინფორმაციას ახალი აღმოჩენების შესახებ, ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, ამზადებს გამოსაცემად და აქვეყნებს სამეცნიერო სტატიებს, მონოგრაფიებს, შრომებს, ბუკლეტებს, გზამკვლევებს, კატალოგებს და ა.შ;

ნ) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული არამატერიალური  კულტურული მემკვიდრეობის  გამოვლენასა და აღწერას, ახდენს  იდენტიფიკაციას, დოკუმენტურ (აუდიო, ვიდეო, წერილობით) ფიქსაციას, შენახვასა და დაცვას;

ო) ამზადებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში წარსადგენად არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სააღრიცხვო ბარათს;

პ) ატარებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების  სარესტავრაციო სამუშაოებს;

ჟ) აწარმოებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციის პროცესში სრულ ფოტო და ტექსტურ დოკუმენტაციას, განსაზღვრავს რესტავრაციის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განთავსების ოპტიმალურ პირობებს;

რ) ხელს უწყობს რესტავრაციის სფეროში ახალი მეთოდიკისა და ტექნოლოგიების დანერგვას;

ს) თანამშრომლობს რესტავრაციის სფეროში მოქმედ ადგილობრივ და საერთა­შო­რისო  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებთან;

ტ) ახორციელებს ხელმძღვანელის მითითების საფუძველზე წინამდებარე დებუ­ლებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. (ამოღებულია - 29.12.2020, №15);

7. სამეურნეო და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ქმნის, აღწერს და ანაწილებს მატერიალურ-ტექნიკურ მარაგებს და წარმარ­თავს სასაწყობო მეურნეობას;

ბ) უზრუნველყოფს მფლობელობაში არსებული ინვენტარის მოვლა-შენახვას;

გ) აღრიცხავს სარგებლობაში არსებულ ძირითად საშუალებებს, ინვენტარს;

დ) ახორციელებს მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლს;

ე) ახდენს სააგენტოს მფლობელობაში არსებული კულტურული მემკვიდრეო­ბის ძეგლების  ცენტრალიზებული მომარაგების ორგანიზებას;

ვ) უზრუნველყოფს სააგენტოს მფლობელობაში არსებულ შენობებში სახანძრო უსაფრთხოების დადგენილი ნორმებისა და სტანდარტების დაცვას;

ზ) უზრუნველყოფს სააგენტოს მფლობელობაში არსებულ შენობებში სანიტარიული ნორმების დაცვას;

ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსი­ლებებს.

8. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საგანმანათლებლო განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს სააგენტოს მიერ გამოფენების მოწყობასა და საინფორმაციო მასალების გამოცემას;

ბ) უზრუნველყოფს სააგენტოს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, ვებგვერდის მართვას და ახორციელებს მასმედიით გაშუქებული მასალების მონიტორინგს;

გ) უზრუნველყოფს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისა და გრანტების მოძიების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

დ) შეიმუშავებს და ახორციელებს ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის ღონისძიებებს;

ე) გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებას, ფესტივალს, საგანმა­ნათლებლო გაკვეთილებსა და შემეცნებით აქტივობებს;

ვ) ქმნის საგანმანათლებლო და სასწავლო ბაზას, აორგანიზებს და მონაწილეობს კონფერენციებში, ტრენინგებსა და მასტერკლასებში;

ზ) აქვს ურთიერთობა ტურისტულ კომპანიებთან და აწვდის მათ ინფორმაციას ღონისძიებების შესახებ;

თ) ახდენს გონიოსა და პეტრას ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექ­სების სოციალური გვერდის მართვას;

ი) ახდენს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულა­რიზაციას და ამ გზით ხელს უწყობს კულტურათა მრავალფეროვნების შენარჩუნებას;

კ) თანამშრომლობს სამეცნიერო დაწესებულებებთან, ადგილობრივ და საერთა­შორისო ორგანიზაციებთან (დარგობრივად);

ლ) ახორციელებს ხელმძღვანელის მითითების საფუძველზე წინამდებარე დებუ­ლებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 

აჭარის ავტონოიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 28 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 05.03.2012წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 5 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 18.02.2014წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 3 მაისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 08.05.2018წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 11 ივნისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 12.06.2019წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 30 მაისის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 31.05.2024წ.

    მუხლი 7. სააგენტოს საქმიანობის კონტროლი

1. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო.

2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი მოიცავს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონო­მიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. სამინისტროს უფლება აქვს სააგენტოსგან მოით­ხო­ვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარ­მოდგენა.

    მუხლი 8. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგის ა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ იგი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2 . ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,, ბ“ , ,, გ’’ და ,,ვ ’’ ქვეპუნქტებით გათვა­ლისწინებული ქმედებების განსახორციელებლად, სამინისტროს წინასწარ თანხმობასთან ერთად, აუცილებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა.

    მუხლი 9. სააგენტოს ქონება

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს აქვს განცალკევებული ქონება, რომელიც მას დროებით სარგებლობაში, უსასყიდლოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისაგან.

2. სააგენტოს ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე სააგენტოს ფუნქციონირების განმავლობაში სააგენტოს ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქონება. ასეთ ქონებაზე სააგენტოს აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას – საკუთრების უფლება.

3. სააგენტოს ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება რჩება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.

4. სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 10. სააგენტოს ფინანსები

1. სააგენტო შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) გრანტებით მიღებული შემოსავლები;

გ ) ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულობები;

დ ) დამხმარე სამეურნეო-კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

ე ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;

ვ ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. სააგენტოს ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ანგარიშგებაში.

3. სააგენტოს შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სააგენტოს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

    მუხლი 11. სააგენტო საბუღალტრო ანგარიშგება

1. სააგენტო ვალდებულია კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.

2. სამინისტროს უფლება აქვს სააგენტოს წლიური ბალანსის შესამოწმებლად დანიშნოს დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 12. სააგენტოს ლიკვიდაცია

  სააგენტოს ლიკვიდაცია ხორციელდება:

ა) დასახული მიზნის მიღწევის ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში;

ბ) დაფუძნების აქტით განსაზღვრული ვადის გასვლის გამო;

გ) მთავრობის მიერ სააგენტოს არსებობის მიზანშეუწონლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

    მუხლი 13. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მთავრობის დადგე­ნი­ლებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

კრებსითი — სრული ვერსია