საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №589
1997 წლის 20 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ
საქართველოს სამხედრო ძალების სამეთაურო-საშტაბო სწავლება „აბჯარი 97“-ის მაღალ დონეზე მომზადების, ჩატარების, მასში აქტიური მონაწილეობისა და მიღწეული მაღალი შედეგებისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეები დაჯილდოვდნენ საქართველოს ორდენებითა და მედლებით:
II ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით:
ზურაბ მეფარიშვილი – გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს სამხედრო ძალების მთავარი შტაბის უფროსი.
III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით:
ელგუჯა ბუსხრიკიძე – გენერალ-მაიორი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების შტაბის უფროსი
რობერტ ებრალიძე – პოლკოვნიკი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჰაერო ძალების შტაბის უფროსი, სამხედრო საჰაერო ძალების სარდლის პირველი მოადგილე
გიგა ირემაძე – ვიცე-პოლკოვნიკი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცალკეული სადესანტო მოიერიშე ბატალიონის მეთაური
თემურ ქავთარაძე – გენერალ-მაიორი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსი.
მედლით „მხედრული მამაცობისათვის“:
დავით გუგულაშვილი – უფროსი ლეიტენანტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჰაერო ძალების შერეული მოიერიშე-გამანადგურებელი საავიაციო პოლკის საავიაციო ესკადრილიის ავიარგოლის მეთაური
დიმიტრი მეფარიშვილი – მესამე რანგის კაპიტანი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საზღვაო ძალების შერეული სამხედრო-საზღვაო ბრიგადის მეთაური
ემზარ მოისწრაფიშვილი– კაპიტანი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცალკეული სადესანტო მოიერიშე ბატალიონის მეთაურის მოადგილე
ბესიკ ნორაკიძე – ვიცე-პოლკოვნიკი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 მოტომსროლელი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის მეთაური
პეტრე ფიოდოროვი – პოლკოვნიკი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სურსათ-სანოვაგის სამმართველოს უფროსი
გენადი ჰაიდაროვი – პირველი რანგის კაპიტანი, საქართველოს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის სამხედრო საზღვაო ფილიალის უფროსი. მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“:
გელა ათაქიშვილი – კაპიტანი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილის №2054 პირად შემადგენლობასთან მუშაობის ქვეგანყოფილების უფროსი
ზურაბ გოგოლაძე – პოლკოვნიკი, საქართველოს სამხედრო ძალების ზურგის უფროსის მოადგილე
ვლადიმერ იმნაძე – პოლკოვნიკი, საქართველოს სამხედრო ძალების მთავარი შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსი
გიორგი კუხიანიძე – პოლკოვნიკი, საქართველოს სამხედრო ძალების მთავარი შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი
მამუკა ლიპარტელიანი – ვიცე-პოლკოვნიკი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების შტაბის კავშირგაბმულობის განყოფილების უფროსი
თეიმურაზ ლორია – გენერალ-მაიორი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზურგის დარგში, სამხედრო ძალების ზურგის უფროსი
მურთაზ მელიქია – მაიორი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეორე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის მეთაურის მოადგილე ზურგის დარგში
ირაკლი სვანიძე – ლეიტენანტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილის №2053 რადიოასეულის მეთაური
თემურ ფრიდონიშვილი – ვიცე-პოლკოვნიკი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ჯარების სარდლის მოადგილე შეიარაღებისა და ტექნიკის დარგში
ოთარ ჩხარტიშვილი – პირველი რანგის კაპიტანი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი.
ე.შევარდნაძე