გაზეთ, ,,გურჯისტანის" თანამსრომელთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
588
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1997-10-18
გამოქვეყნების თარიღი
1997-10-18
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.05.002.000.
გაზეთ, ,,გურჯისტანის" თანამსრომელთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №588

1997 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი

გაზეთ „გურჯისტანის“ თანამშრომელთა საქართველოს ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების შესახებ

ქართულ ჟურნალისტიკაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობის განმტკიცების საქმეში დიდი დამსახურებისათვის გაზეთ „გურჯისტანის“ თანამშრომლები დაჯილდოვდნენ საქართველოს ორდენებითა და მედლებით:

ღირსების ორდენით:

სულეიმან სულეიმანოვი – რედაქტორი

ნასიბ ნასიბოვი – განყოფილების გამგე.

ღირსების მედლით:

ისლამ ალიევი – რედაქტორის მოადგილე

იასინ ახმედოვი – დამკაბადონებელი

არიფ გადიზადე – საკუთარი კორესპონდენტი

ელმან კალაევი – პასუხისმგებელი მდივანი

კმანდარ კარალოვი – გაზეთის ამწყობი.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია