საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 9 51
2010 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძ ა ნებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძ ა ნებულებით (სსმ III , 2004 წ., №152, მუხ.1389) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ამოღებულ იქნეს მე-17 პუნქტის ,,ფ” ქვეპუნქტი;
ბ) 21-ე პუნქტის ,,ო” ქვეპუნქტში სიტყვების: ,,წინასწარ გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას;” შემდეგ დაემატოს სიტყვები: ,,კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევებით მომსახურებას;”;
გ) ამოღებულ იქნეს 21-ე პუნქტის ,,ფ” ქვეპუნქტი.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 25 ნოემბრიდან.
მ . სააკაშვილი