„კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
33
მიმღები ორგანო
კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-11-19
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-29
სარეგისტრაციო კოდი
040090000.35.149.016023
„კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2010 წლის 19 ნოემბერი

ქ. კასპი

„კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს     2010 წლის 15 ოქტომბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის  15 ოქტომბრის №28 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) პირობებიდან გამომდინარე, მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ბეს, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გამყიდველი“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                   დ. მესროფაშვილი

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია