საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
941
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2010-11-19
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-22
სარეგისტრაციო კოდი
480140000.08.002.016072
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №941

2010 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად:

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ,,საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ,,სარფი-სარფ”, ,,კარწახი-ჩილდირ/აკტაშ” და ,,ახალციხე-პოსოფი/თურქგოზუ” სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების შესახებ” 2010 წლის 8 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმება.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) შეატყობინოს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულების შესახებ;

ბ) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია