საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №553
1997 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ვ.საბაურის მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დაჯილდოების შესახებ
შეიარაღებული ბანდიტური დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და მხედრული ვალის მოხდისათვის თეთრი წყაროს შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების უფროსი პოლკოვნიკი ვლადიმერ საბაური დაჯილდოვდეს მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
ე. შევარდნაძე