საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მედლით ,,მხედრული მამაცობისათვის" დაჯილდოების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
524
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1997-09-19
გამოქვეყნების თარიღი
1997-09-19
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.05.002.000.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მედლით ,,მხედრული მამაცობისათვის" დაჯილდოების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №524

1997 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დაჯილდოების შესახებ

შეიარაღებულ ბოროტმოქმედთა დაკავებისა და განიარაღებისას გამოჩენილი მამაცობისა და მხედრული ვალის მოხდისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაჯილდოვდნენ მედლით „მხედრული მამაცობისათვის“:

ფრიდონ ადანაია – სენაკის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებროს ქვეგანყოფილების ინსპექტორი, პოლიციის ლეიტენანტი

ნაპო გეგენავა – ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ასეულის პოლიციელი, პოლიციის ზემდეგი

ჯემალ იზორია – ზუგდიდის შინაგან საქმეთა სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების ინსპექტორი, პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი

თამაზ ნადარაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის შინაგან საქმეთა სამმართველოს საპატრულო საგუშაგო სამსახურის ათეულის მეთაური, პოლიციის ზემდეგი.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია