ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 31
2010 წლის 19 ნოემბერი
ქ. ჭიათურა
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 4 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ” ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 4 მარტის №7 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1800 ლარის ოდენობით“.
ბ) პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„დ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 4000 ლარის ოდენობით“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გ. კაპანაძე