საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №480
1997 წლის 2 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმებების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ
1. საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 15 მაისს ქ. რომში დადებული შეთანხმებების ძალაში შესვლის მიზნით, დადასტურდეს:
ა) „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის დარგში თანამშრომლობის შესახებ“;
ბ) „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის დარგში თანამშრომლობის შესახებ“;
გ) „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრთა და ტვირთის საერთაშორისო ტრანსპორტირების ერთობლივად მოწესრიგების შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს იტალიის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე