"ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციაში შემავალი “ნეძვის აღკვეთილის” ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი"-ს დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 29 მარტის N300 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
64
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2010-11-18
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-22
სარეგისტრაციო კოდი
360060000.22.023.016025
"ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციაში შემავალი “ნეძვის აღკვეთილის” ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი"-ს დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 29 მარტის N300 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №64

2010 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციაში შემავალი ,,ნეძვის აღკვეთილის” ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის” დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 29 მარტის №300 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციაში შემავალი „ნეძვის აღკვეთილის“ ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის” დამტკიცების შესახებ“ (სსმ III, 05.04.2007, №48, მუხ. 534) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 29 მარტის №300 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სოციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა.“;

ბ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სოციალური ჭრის შედეგად ტყიდან გამოზიდული მერქნის ყოველწლიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3500 (სამი ათას ხუთას) კუბურ მეტრ საშეშე მერქანსა და 500 (ხუთასი) კუბურ მეტრ სამასალე მერქანს.“;

ბ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტერიტორიისა „ნეძვის აღკვეთილში“ დაშვებულია „ტყითსარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის 31-ე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე

კრებსითი — სრული ვერსია