საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №438
1997 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
გ. ტყეშელაშვილის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ენერგეტიკის მეცნიერებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ენერგეტიკოსთა თაობების აღზრდაში დიდი დამსახურებისათვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე გიორგი ტყეშელაშვილი დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე