საქართველოს მთავრობის
დადგენილება №180
2009 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სახედ უნივერსიტეტის განსაზღვრისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 84 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სახედ განისაზღვროს უნივერსიტეტი და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტს ეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს №146 დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური