საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 424
1997 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
ნ. გურაბანიძეს ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარება-პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის, სამეცნიერო-პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში დიდი დამსახურებისათვის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის პროფესორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე თეატრმცოდნე ნოდარ გურაბანიძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე