საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №537
1997 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
ჯ. ხუნდაძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ
ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების, აღორძინებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის საქართველოს სახალხო მხატვარი ჯიფსონ ხუნდაძე დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
ე. შევარდნაძე