საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №388
1997 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის მიერ დამზღვევთა წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუფერხებლად განხორციელებისათვის და იმ მიზნით, რომ „მეწარმეთა შესახებ“ და “დაზღვევის შესახებ“ კანონები შეესაბამებოდეს მის სამართლებრივ-ორგანიზაციულ ფორმას:
1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა. „საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო დაზღვევის გამგეობის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 7 აგვისტოს №807 დადგენილება;
ბ. „საქართველოს რესპუბლიკის დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის წესდების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 17 მაისის №373 დადგენილება.
2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ა. სილაგაძე) უზრუნველყოს დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა და დაფუძნება არსებული წესით.
ე. შევარდნაძე