საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №341
1997 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
საფრანგეთის ქ. დიჟონის ტრადიციული საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობის მონაწილეთა ღირსების მედლით დაჯილდოების შესახებ
საფრანგეთის ქ. დიჟონში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაზე საქართველოსათვის გამოფენის უმაღლესი ჯილდოს „დიდი ოქროს მედლის“ მინიჭების გამო, ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენისათვის, განსაკუთრებული წარმატებისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის გამოფენის მონაწილენი დაჯილდოვდნენ ღირსების მედლით:
თამაზ ბეიტრიშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „მერანის“ ხელმძღვანელი
გრიგოლ ბერაძე – საქართველოს კულტურის სამინისტროს ქ.თბილისის მოდისა და ჩაცმის კულტურის სახლის დირექტორი
ვახტანგ ბურკაძე – აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, გამოფენის ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
ამირან ბურჭულაძე – საქართველოს გამოფენათა ცენტრის გენერალური დირექტორი, გამოფენის მემონტაჟე
ნოდარ დოლიძე – შპს ფირმა „არტკომპანიის“ დიზაინერი, გამოფენის მემონტაჟე იუზა ვასაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გამოფენის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე
თენგიზ სეფიაშვილი – ქ. თბილისის მთავარი მხატვარი, გამოფენის მხატვარი.
ე. შევარდნაძე