საქართველოს მთავრობის
დადგენილება №348
2010 წლის 16 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებულ საექიმო სპეციალობის მაძიებელთა სწავლების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის №54 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
მუხლი 1
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებულ საექიმო სპეციალობის მაძიებელთა სწავლების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის №54 დადგენილება (სსმ III, 2009 წელი, №34, მუხლი 402).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური