საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 22 აპრილს დადებული შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
315
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1997-06-17
გამოქვეყნების თარიღი
1997-06-30
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.05.002.000.
საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 22 აპრილს დადებული შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №315

1997 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 22 აპრილს დადებული შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

1. საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1997 წლის 22 აპრილს დადებული შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით დადასტურდეს შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის მთავრობას შორის „სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):

– აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;

– შეატყობინოს ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია