საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
2010 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე , ვბრძანებ :
1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის პირველი მოადგილე ა. კეკელია
შეტანილი ცვლილებები:
2. ძალადაკარგულია - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 4 ოქტომბრის ბრძაება №1-1/1851 - ვებგვერდი, 08.10.2012 წ.
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
ბ) სასურველია აშშ- ის ან ევროპის უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული მაგისტრის აკადემიური ხარისხი სამართალში (LLM);
გ) თანამდებობის შესაბამისი პროფილით (სამოქალაქო, ადმინისიტრაციული სამართლის სპეციალიზაციით) მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
დ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამის ცოდნა.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის ცოდნა.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
ზ) საქართველოს კანონი „ საჯარო სამსახურის შესახებ“;
თ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
ი) საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“
კ) საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
ლ) საქართველოს კანონი „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”
მ) საქართველოს კანონი „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ”
ნ) საქართველოს კანონი „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”;
ო) ”საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონი;
პ) სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.