,,საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
224
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-12-14
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-14
სარეგისტრაციო კოდი
300.380.010.10.003.000.358
,,საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №224

2005 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წ., №156, მუხლი 1436) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. დადგინდეს კვლევითი მეთოდით განსაზღვრული ოქტანური რიცხვის მიხედვით ბენზინის შემდეგი მარკები:

ა) 2007 წლის 1 იანვრამდე

ნორმალი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 80;

რეგულარი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 91;

პრემიუმი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 95;

სუპერი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 98;

ბ) 2007 წლის 1 იანვრიდან

რეგულარი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 91;

პრემიუმი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 95;

სუპერი – ოქტანური რიცხვით არანაკლებ 98.“.

2. მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დადგინდეს საავტომობილო ბენზინის ეკოლოგიური მახასიათებლები:

ა) 2007 წლის 1 იანვრამდე

ტყვიის შემცველობა გ/ლ – არა უმეტეს 0.013;

ბენზოლის მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 5;

არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 45;

გოგირდის შემცველობა, მგ/კგ – არა უმეტეს 500;

ბ) 2007 წლის 1 იანვრიდან

ტყვიის შემცველობა გ/ლ – არა უმეტეს 0.005;

ბენზოლის მოცულობითი წილი, % – არა უმტეს 1;

არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 42;

გოგირდის შემცველობა, მგ/კგ – არა უმეტეს 150;

გ) 2007 წლის 1 იანვრიდან

არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, % – არა უმეტეს 35;

გოგირდის შემცველობა, მგ/კგ – არა უმეტეს 50.“.

3. მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბენზინის ხარისხის ანალიზის მეთოდები 2007 წლის 1 იანვრამდე გამოყენებულ იქნეს ამჟამად მოქმედი სტანდარტების მიხედვით, 2007 წლის 1 იანვრიდან საერთაშორისო სტანდარტების (ისო) და ევროპული ნორმების (ენ) საფუძველზე მიღებული ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია