საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №236
1997 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ომის ვეტერანთა III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოების შესახებ
საქართველოს ვეტერანულ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს ომის ვეტერანები დაჯილდოვდნენ III ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენით:
ისმაილ გირგვლიანი - საქართველოს ომის ვეტერანთა კომიტეტის წევრი
ნიკოლოზ შველიძე - საქართველოს ომის, შრომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა საბჭოს პრეზიდიუმის წევრი
ელზა შურღაია - ომის ვეტერანთა კომიტეტის წევრი
ვასილ ჩალაძე - ქ.თბილისის ომის, შრომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარე.
ე. შევარდნაძე