საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სისტემის მუშაკთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
200
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1997-04-18
გამოქვეყნების თარიღი
1997-04-18
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.05.002.000.
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სისტემის მუშაკთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №200

1997 წლის 18 აპრილი

ქ.თბილისი

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სისტემის მუშაკთა ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სისტემის მუშაკები დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით:

მირიან მესტიაშვილი – ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი მუშაკი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

გაიოზ შარაშიძე – ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პოლიკლინიკური განყოფილების გამგე, საქართველოს დამსახურებული ექიმი

თეიმურაზ ჩირგაძე – ს.ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი

ბიძინა ჭუმბურიძე – სახელმწიფო ფარმაკოპეის კომიტეტის თავმჯდომარე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კათედრის გამგე, პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

სერგო ხუნდაძე – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კათედრის გამგე, პროფესორი.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია