საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №921
2010 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგიის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 თებერვლის №59 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგიის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 თებერვლის №59 ბრძანებულების (სსმ III, 2008 წ., №18, მუხ. 218) პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგიის“ ტექსტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) სიტყვები: ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო“;
ბ) სიტყვები: ,,საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი