"ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შექმნის, საქმიანობის წესისა და ფარგლების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 მაისის N296 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
917
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-11-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-18
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016059
"ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შექმნის, საქმიანობის წესისა და ფარგლების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 მაისის N296 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №917

2010 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შექმნის, საქმიანობის წესისა და ფარგლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 მაისის №296 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შექმნის, საქმიანობის წესისა და ფარგლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 მაისის №296 ბრძანებულებაში (სსმ III, 2007წ., №65, მუხ. 717) შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტში:

ა) სიტყვები: ,,სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს“;

ბ) სიტყვები: ,,ეკონომიკური განვითარების“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების“;

გ) სიტყვები: ,,კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,კულტურისა და ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა“;

დ) სიტყვები: ,,ლტოლვილთა და განსახლების“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია