საქართველოს მთავრობას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის 1996 წლის 16 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
150
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1997-03-20
გამოქვეყნების თარიღი
1997-03-31
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.05.002.000.
საქართველოს მთავრობას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის 1996 წლის 16 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №150

1997 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის 1996 წლის 16 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დადასტურებისა და ძალაში შესვლის შესახებ

1. საქართველოს მთავრობას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის 1996 წლის 16 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით დადასტურდეს:

„შეთანხმება საქართველოს მთავრობას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის საერთაშორისო ევრაზიული სატრანსპორტო დერაფნის შექმნასა და ფუნქციონირებაში თანამშრომლობის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადება;

ბ) შეატყობინოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობისა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთახმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია