„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 დეკემბრის №523 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
511
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-12-13
გამოქვეყნების თარიღი
2001-12-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 დეკემბრის №523 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №511

2001 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 დეკემბრის №523 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 დეკემბრის №523 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა ორგანიზაციებმა მომსახურე სუბიექტებთან ცენტრალური ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში, ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით 5000 (ხუთი ათასი) ლარზე ზევით, ერთჯერადი ფულადი ვალდებულების აღება თითოეულ მხარესთან განახორციელონ მხოლოდ წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე და გაატარონ რეგისტრაციაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში.“.

2. მეორე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხელშეკრულების (კონტრაქტის) გაფორმებასა და პირობებზე პასუხისმგებელია საბიუჯეტო ორგანიზაცია და მომსახურე სუბიექტი.“.

3. მე-5 პუნქტში სიტყვა „ყოველთვიური“ შეიცვალოს სიტყვით „ყოველკვარტალური“.

4. მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი.

„61. შეუსრულებელი ვალდებულებების დაგროვების თავიდან აცილების მიზნით ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა ორგანიზაციებმა ხელშეკრულებაში (კონტრაქტში), რომელიც ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტის თანახმად ექვემდებარება რეგისტრაციას, გაითვალისწინონ მუხლი, რომლის შესაბამისადაც იგი ძალაში შევა მხოლოდ სახაზინო სამსახურში რეგისტრაციის შემდეგ.“.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია