ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №117
2010 წლის 12 ნოემბერი
ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ 2005 წლის 29 აგვისტოს №726 და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 25.01.2011წ
1. დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთი №1 დანართის შესაბამისად.
2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალდაკარგულად ჩაითვალოს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ 7.10. 2010 წლის №111 დადგენილება.
3. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ჰ. მოვსესიანი
შეტანილი ცვლილებები:
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 25.01.2011წ
2. ძალადაკარგულია - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.
დანართი 1
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
| № | დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა | თანამდებობრივი სარგო |
| 1 | 2 | 4 |
| 1 | ხელმძღვანელობა |
|
|
| გამგებელი | 2360 |
|
| გამგებლის მოადგილე | 900 |
| 2 | ადმინისტრაციული სამსახური |
|
|
| სამსახურის უფროსი | 700 |
|
| განყოფილების უფროსი | 500 |
|
| მთავარი სპეციალისტი | 420 |
|
| გამგებლის თანაშემწე | 450 |
| 3 | საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური |
|
|
| სამსახურის უფროსი | 700 |
|
| განყოფილების უფროსი | 500 |
|
| მთავარი სპეციალისტი | 420 |
| 4 | ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური |
|
|
| სამსახურის უფროსი | 700 |
|
| განყოფილების უფროსი | 500 |
|
| მთავარი სპეციალისტი | 420 |
|
|
|
|
| 5 | განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური |
|
|
| სამსახურის უფროსი | 700 |
|
| განყოფილების უფროსი | 500 |
|
| მთავარი სპეციალისტი | 420 |
|
|
|
|
| 6 | ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
|
|
| სამსახურის უფროსი | 700 |
|
| განყოფილების უფროსი | 500 |
|
| მთავარი სპეციალისტი | 420 |
|
|
|
|
| 7 | სახანძრო დაცვის სამსახური |
|
|
| სამსახურის უფროსი | 700 |
|
| მთავარი სპეციალისტი | 330 |
|
| სპეციალისტი | 320 |
| 8 | სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური |
|
|
| სამსახურის უფროსი | 700 |
|
| მთავარი სპეციალისტი | 420 |
|
|
|
|
| 9 | ტერიტორიული ორგანოები |
|
|
| გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული | 370 |
|
| სპეციალისტი | 320 |
|
|
|
|
| 10 | ხელშეკრულებით |
|
|
| ინტერნეტსაიტის მომსახურების სპეციალისტი | 420 |
|
| ინტერნეტსაიტის ვებგვერდის ვებმასტერი | 420 |
|
| გამგებლის რეფერენტი | 400 |
|
| კომპიუტერის მომსახურების სპეციალისტი | 400 |
|
| გამგებლის მძღოლი | 350 |
|
| თარჯიმანი | 300 |
|
| სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მდივანი | 200 |
|
| ცეცხლფარეში | 200 |
|
| სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის კომენდანტი | 160 |
|
| ტექნიკური თანამშრომელი | 150 |
|
| ელექტრიკოს-კონტროლიორი | 67,50 |